Beko WTE 5512 B0 User manual [KA,RU]

სარეცხი მანქანა
მომხმარებლის სახელმძღვანელო
Стиральная машина
Инструкция по эксплуатации
KA / RU
დოკუმენტის ნომერი=
WTE 5512 B0
2820525862_KA / 28-08-18.(14:35)
1
ზოგადი უსაფრთხოების ინსტრუქციები
ეს განყოფილება მოიცავს უსაფრთხოების წესებს, რომლებიც დაგეხმარებათ დაზიანებების და მატერიალური ზიანის რისკის თავიდან აცილებაში. ყველა სახის გარანტია ჩაითვლება ბათილად, თუ მოცემული ინსტრუქცია არ იქნება დაცული.
1.1 სიცოცხლის და ქონების უსაფრთხოება
u
არ მოათავსოთ პროდუქტი ხალიჩით დაფარულ იატაკზე. მანქანის
ქვეშ ჰაერის ნაკადის ნაკლებობა ელექტრონაწილების გადახურებას გამოიწვევს. ეს თქვენს პროდუქტს პრობლემებს შეუქმნის.
u
თუ არ იყენებთ მანქანას, ქსელიდან გამორთეთ.
u
მონტაჟისა და შეკეთების პროცედურები ყოველთვის
ლეგალიზებული მომსახურების აგენტის მიერ უნდა განხორციელდეს. მწარმოებელი არ იქნება პასუხისმგებელი არალეგალიზებული პირის მიერ შესრულებული პროცედურების გამო წარმოქმნილ დაზიანებებზე.
u
წყლის მიწოდებისა და დრენაჟის შლანგები საიმედოდ უნდა
იყოს მიმაგრებული და დაუზიანებლად დარჩეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება მოხდეს წყლის გაჟონვა.
u
სანამ მანქანაში წყალი ისევ არის, არ გააღოთ ჩასატვირთი კარი და
არ მოხსნათ ფილტრი. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს ცხელი წყლის გამოდინებისა და მისგან მიღებული დაზიანების რისკი.
u
დაკეტილ ჩასატვირთ კარს ძალით ნუ გააღებთ. კარის გახსნა
შეიძლება სარეცხი ციკლის მთავრდების შემდეგ რამდენიმე წუთში. ჩასატვირთი კარის ძალით გაღების შემთხვევაში, შესაძლოა კარი და საკეტი მექანიზმი დაზიანდეს.
u
გამოიყენეთ მხოლოდ ავტომატური სარეცხი მანქანისთვის
შესაფერისი სარეცხი საშუალებები, დამარბილებლები და დანამატები.
u
ყოველთვის ისარგებლეთ ქსოვილის იარლიყებსა და სარეცხი
საშუალების შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქციით.
სარეცხი მანქანა / მომხმარებლის სახელმძღვანელო
3 / KA
1.2 ბავშვების უსაფრთხოება
u
ამ პროდუქტის გამოყენება შეუძლიათ ბავშვებს, რომლებიც
არიან 8 წლის და მეტი ასაკის და ადამიანებს, რომელთა ფიზიკური, სენსორული ან გონებრივი უნარები არ არის სრულად განვითარებული და არ აქვს საჭირო ცოდნა და გამოცდილება, მაშინ, როცა ისინი არიან ზედამხედველობის ქვეშ ან შეისწავლეს პროდუქტის უსაფრთხო გამოყენების წესები და იციან მათი რისკების შესახებ. ბავშვებმა არ უნდა ითამაშონ მანქანით. დასუფთავება და დალაგება არ უნდა განახორციელოს ბავშვმა ზედამხედველობის გარეშე. 3 წლამდე ბავშვები მოარიდეთ მანქანას, თუ ისინი არ არიან მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ.
u
შესაფუთი მასალები შეიძლება სახიფათო იყოს ბავშვებისთვის.
იქონიეთ შეფუთვის მასალები უსაფრთხო ადგილზე, ბავშვებისგან მიუწვდომლად.
u
ელექტრო პროდუქტები სახიფათოა ბავშვებისთვის. მოაშორეთ
ბავშვები მანქანას, როცა ის ჩართულ მდგომარეობაშია. არ მისცეთ საშუალება, რომ ითამაშონ მანქანით. გამოიყენეთ ბავშვებისგან დამცავი საკეტი, რათა ბავშვებმა მანქანის მუშაობას ხელი არ შეუშალონ.
u
არ დაგავიწყდეთ ჩასატვირთი კარის დაკეტვა, როცა იმ ოთახიდან
გადიხართ, სადაც მანქანაა მოთავსებული.
u
შეინახეთ ყველა სარეცხი საშუალება და დანამატები უსაფრთხო
ადგილზე, ბავშვებისგან მიუწვდომლად, დახურეთ სარეცხი საშუალების კონტეინერი და შეფუთვა.
1.3 ელექტრო უსაფრთხოება
u
თუ პროდუქტი გამართულად არ მუშაობს, ის ექსპლუატაციაში არ
უნდა მოიყვანოთ, სანამ ლეგალიზებული მომსახურების აგენტი მას არ შეაკეთებს. დენის დარტყმის რისკი!
u
ეს პროდუქტი შექმნილია ისე, რომ ელექტროენერგიის შეწყვეტის
შემთხვევაში, მუშაობა კვლავ განაგრძოს, მისი მიწოდების შემდეგ. თუ პროგრამის გაუქმება გინდათ, იხილეთ "პროგრამის გაუქმების" ნაწილი.
u
მანქანა შეაერთეთ დამიწებულ როზეტთან, რომელიც დაცულია
16 A მცველით. ნუ უგულებელყოფთ დამიწებულ მონტაჟს, კვალიფიციური ელექტრიკოსის მიერ. ჩვენი კომპანია პასუხს არ აგებს რაიმე ზიანზე, რომელიც წარმოიშობა, როცა პროდუქტი გამოიყენება დამიწების გარეშე, ადგილობრივი დებულებების თანახმად.
4 / KA
სარეცხი მანქანა / მომხმარებლის სახელმძღვანელო
u
არ გარეცხოთ მანქანა მასზე წყლის შესხურებით ან მისხმით! დენის
დარტყმის რისკი!
u
არ შეეხოთ დენის კაბელის შტეპსელს სველი ხელებით! არ
მოქაჩოთ კაბელი მანქანის გამორთვის დროს, ყოველთვის ერთი ხელით დაიჭირეთ როზეტი და შტაპსელი ქსელიდან გამორთეთ მეორე ხელით.
u
მანქანა უნდა გამოირთოს ქსელიდან მონტაჟის, მოვლის,
გასუფთავებისა და შეკეთების პროცედურების დროს.
u
თუ დენის კაბელი დაზიანებულია, ის უნდა შეცვალოს
მწარმოებელმა ან გაყიდვების სამსახურმა ან კვალიფიცირებულმა პირმა (სასურველია ელექტრიკოსმა) ან იმპორტიორის მიერ დანიშნულმა პირმა, რათა თავიდან ავიცილოთ შესაძლო რისკები.
1.4 ცხელი ზედაპირის უსაფრთხოება
მაღალ ტემპერატურებზე რეცხვისას, ჩასატვირთი კარის მინა გაცხელდება. ამ ფაქტის გათვალისწინებით, რეცხვის დროს მოაშორეთ ბავშვები მანქანის ჩასატვირთ კარს, რათა არ შეეხონ.
სარეცხი მანქანა / მომხმარებლის სახელმძღვანელო
5 / KA
2
მნიშვნელოვანი ინსტრუქციები გარემოს დაცვის შესახებ
2.1 ელექტრონული ნარჩენების შესახებ (WEEE) დერექტივის შესაბამისობა
ეს პროდუქტი შეესაბამება დერექტივას ელექტრონული ნარჩენების შესახებ (2012/19/EU). ამ პროდუქტს აქვს ელექტრო და ელექტრონიული ნარჩენების (WEEE) სიმბოლო. ეს პროდუქტი წარმოებულია მაღალი ხარისხის ნაწილებისგან და მასალებისგან და შეიძლება იყოს გამოყენებული ხელმეორედ და ექვემდებარება გადამუშავებას. არ განათავსოთ გადასაგდები პროდუქტი საყოფაცხოვრებო
ან სხვა ნაგავთან. წაიღეთ ის ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების შეგროვების ცენტრში გადამუშავებისთვის. ასეთი შეგროვების ცენტრების შესახებ ინფორმაცია გაიგეთ ხელისუფლების ორგანოებისგან. მავნე ნივთიერებების გამოყენების შეზღუდვის (RoHS) დირექტივასთან შესაბამისობა: პროდუქტი, რომელიც თქვენ შეიძინეთ შეესაბამება მავნე ნივთიერებების გამოყენების შეზღუდვის (RoHS) დირექტივას (2011/65/EU). ის არ შეიცავს მავნე და აკრძალულ მასალებს, რომლებიც მითითებულია დირექტივაში.
2.2 ინფორმაცია შესაფუთი მასალების შესახებ
მანქანის შესაფუთი მასალები დამზადებულია ხელახლა დამუშავებადი მასალის განგარემოს ეროვნული დებულებების შესაბამისად. არ გადაყაროთ შესაფუთი მასალები ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო ან სხვა ნაგავთან ერთად. წაიღეთ შესაფუთი მასალები სპეციალურ ადგილას, რომელიც მოწყობილია ხელისუფლების ორგანოების მიერ.
3
დაგეგმილი გამოყენება
• ეს პროდუქტი შექმნილია საყოფაცხოვრებო გამოყენებისთვის. ის არ არის შექმნილი კომერციული გამოყენებისთვის და მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ დაგეგმილი მიზნებისთვის.
• პროდუქტი გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ ისეთი სარეცხის რეცხვისა და გავლებისთვის, რომელთაც შესაბამისი ნიშანი აქვთ.
• მწარმოებელი თავიდან იცილებს პასუხისმგებლობას, რომელიც არასწორი მოხმარებისა ან ტრანსპორტირების შედეგად წარმოიშობა.
• სასარგებლო მომსახურების ვადა შეადგენს 10 წელს. ამ პერიოდის განმავლობაში, ორიგინალური სათადარიგო ნაწილები სავარაუდოდ იმუშავებს გამართულად.
6 / KA
სარეცხი მანქანა / მომხმარებლის სახელმძღვანელო
4
ტექნიკური პირობები
კომისიის დელეგირებულ რეგლამენტთან (ევროკავშირი) შესაბამისი # 1061/2010
Beko
WTE 5512 B0
A++
0,705
0,690
0,520
0,250
1,000
7699
1000
60/77
5
148
C
62
185
160
150
N/A
No
84
60
44
55
სარეცხი მანქანა / მომხმარებლის სახელმძღვანელო
• / -
230 V / 50Hz
10
1550
9213
7
4.1 ინსტალაცია
• მიმართეთ უახლოეს ლეგალიზებულ მომსახურების აგენტს თქვენი მანქანის ინსტალაციისთვის.
• მომხმარებელი პასუხისმგებელია ადგილმდებარეობის მომზადებასა და ელექტროენერგიის, ონკანის წყლისა და კანალიზაციის მონტაჟზე, მანქანის დამონტაჟების ადგილზე.
• დარწმუნდით, რომ წყლის შეშვებისა და გამოშვების შლანგები, ასევე, ელექტროენერგიის კაბელი არ არის მოკეცილი, ჩაჭედილი ან დასრესილი, პროდუქტის თავის ადგილზე მოთავსებისას, მონტაჟის ან გასუფთავების პროცედურების შემდეგ.
• დარწმუნდით, რომ პროდუქტის ინსტალაციას და ელექტროენერგიის წყაროსთან დაკავშირებას ახორციელებს ლეგალიზებული მომსახურების აგენტი. მწარმოებელი არ იქნება პასუხისმგებელი არალეგალიზებული პირის მიერ შესრულებული პროცედურების გამო წარმოქმნილ დაზიანებებზე.
• დამონტაჟებამდე, ვიზუალურად შეამოწმეთ, პროდუქტს ხომ არ აქვს რაიმე დეფექტი. თუ ასეა, ნუ დაამონტაჟებთ. დაზიანებული პროდუქტი თქვენს უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს.
4.1.1 მონტაჟისთვის შესაბამისი ადგილმდებარეობა
• მოათავსეთ პროდუქტი მაგარ და სწორ იატაკზე. არ მოათავსოთ პროდუქტი ხალიჩით დაფარულ იატაკზე ან მსგავს ზედაპირებზე.
• როცა სარეცხ მანქანას და საშრობს ერთმანეთის თავზე მოათავსებთ, მათი საერთო წონა, მთლიანი ტვირთით, დაახლოებით, 180 კგ-ს აღწევს. მოათავსეთ პროდუქტი მყარ და ბრტყელ იატაკზე, რომელსაც შესაბამისი ტვირთამწეობა აქვს!
• არ მოათავსოთ პროდუქტი ელექტროენერგიის კაბელზე.
• არ დაამონტაჟოთ პროდუქტი ისეთ გარემოში, სადაც ტემპერატურა შეიძლება 0ºC-ს ქვემოთ დაეცეს.
• დატოვეთ მინიმალური მანძილი 1 სმ მანქანასა და ავეჯს შორის.
• მრავალდონიან იატაკზე არ განათავსოთ პროდუქტი კიდეებში ან პლატფორმაზე.
• არ განათავსოთ სითბოს წყაროები, როგორიცაა ქურები, უთოები, ღუმელები და ა.შ. სარეცხ მანქანაზე და არ იყენით ისინი ზედ პროდუქტზე.
4.1.2 შეფუთვის სამაგრების მოხსნა
8 / KA
მანქანა უკან გადახარეთ, შეფუთვის სამაგრების მოსახსნელად. გამოქაჩეთ თასმას და მოხსენით შეფუთვის სამაგრები. არ შეასრულოთ ეს მოქმედება მარტო.
სარეცხი მანქანა / მომხმარებლის სახელმძღვანელო
4.1.3 ტრანსპორტირების საკეტების მოხსნა
1 მოუშვით ყველა ჭანჭიკი შესაბამისი ქანჩით სანამ ისინი თავისუფლად არ დატრიალდება. 2 მოხსენით ტრანსპორტის უსაფრთხოების ჭანჭიკები, ფრთხილად გადატრიალებით. 3 უკანა პანელის ხვრელებზე მიამაგრეთ პლასტმასის საფარები, რომელბიც მომხმარებლის
სახელმძღვანელოს ჩანთაშია მოთავსებული.
გაფრთხილება: მოხსენით ტრანსპორტირების უსაფრთხოების ჭანჭიკები სარეცხი მანქანის ამუშავებამდე!
A
C
4.1.4 წყალმომარაგების შეერთება
C
A
წინააღმდეგ შემთხვევაში, პროდუქტი დაზიანდება.
შეინახეთ ტრანსპორტირების უსაფრთხოების ჭანჭიკები დაცულ ადგილას, ხელახლა გამოსაყენებლად, როცა, მომავალში, სარეცხი მანქანის კვლავ გადატანა დაგჭირდებათ.
დაამაგრეთ ტრანსპორტის უსაფრთხოების ჭანჭიკები, მათი მოხსნის პროცედურის შესაბამისად.
არ გადაიტანოთ პროდუქტი ტრანსპორტირების უსაფრთხოების ჭანჭიკების სათანადოდ მიმაგრების გარეშე!
პროდუქტის ასამუშავებლად საჭირო წყალმომარაგების წნევა 1-დან 10 ბარამდე მერყეობს (0.1 – 1 მპა). საჭიროა, ბოლომდე მოშვებული ონკანიდან, მოედინებოდეს 10-80 ლიტრი წყალი წუთში, რათა თქვენმა მანქანამ თავისუფლად იმუშაოს. მიამაგრეთ წნევის დამწევი სარქველი, თუ წყლის წნევა უფრო მაღალია.
გაფრთხილება: მოდელები წყლის ერთი შემშვებით ცხელი წყლის ონკანს არ უნდა შეუერთდეს. ასეთ
შემთხვევაში, სარეცხი დაზიანდება ან პროდუქტი დაცვის რეჟიმში გადაირთვება და აღარ იმუშავებს.
გაფრთხილება: არ გამოიყენოთ ძველი ან ნახმარი წყლის შემშვები შლანგები, ახალ პროდუქტზე. ამან
შეიძლება სარეცხის დალაქავება გამოიწვიოს.
1 მოუჭრეთ შლანგის ქანჩებს ხელით. შემაერთებელი ქანჩის
მოჭერისას, არ გამოიყენოთ ინსტრუმენტი.
2 როდესაც შლანგის შეერთებას დაასრულებთ, შეამოწმეთ
არის თუ არა გაჟონვა შეერთების ადგილებში სრულად გახსნილი ონკანებით. გაჟონვის შემთხვევაში, ონკანი დაკეტეთ და ქანჩი მოხსენით. ხელმეორედ, ფრთხილად გამოქაჩეთ ქანჩი, ლუქის შემოწმების შემდეგ. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ წყლის გაჟონვა და ამის შედეგად მიყენებული ზიანი, დატოვეთ ონკანები დაიხურულ მდგომარეობაში, როდესაც თქვენ არ იყენებთ მანქანას.
სარეცხი მანქანა / მომხმარებლის სახელმძღვანელო
9 / KA
4.1.5 დრენაჟის შლანგის შეერთება დრენაჟთან
40 cm
100 cm
• დრენაჟის შლანგის ბოლო პირდაპირ კანალიზაციის დრენაჟის მილს, უნიტაზს ან აბაზანას უნდა შეუერთდეს.
გაფრთხილება: თქვენი სახლი დაიტბორება, თუ შლანგი გარსიდან გამოძვრება, წყლის გამოდევნის
A
• ჭუჭყიანი წყლის მანქანაში შებრუნების თავიდან ასაცილებლად და წყლის ადვილად გამოდევნისთვის, არ ჩაყოთ შლანგის ბოლო ჭუჭყიან წყალში ან არ მოათავსოთ ის დრენაჟის მილში, 15 სანტიმეტრზე მეტი სიგრძით. თუ ის ძალიან გრძელია, გადაჭერით.
• შლანგის ბოლო არ უნდა იყოს მოხრილი, მას ფეხი არ უნდა დააბიჯოთ და შლანგი არ უნდა მოყვეს დრენაჟის მილსა და მანქანას შორის.
• თუ შლანგის სიგრძე მეტისმეტად მოკლეა, გამოიყენეთ ის ორიგინალი დამაგრძელებელი შლანგის დამატებით. შლანგის სიგრძე არ შეიძლება 3.2 მ-ს აღემატებოდეს. წყლის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად, დამაგრძლებელი შლანგი დრენაჟის შლანგთან სათანადოდ უნდა იყოს შეერთებული, შესაბამისი სამაგრით, რათა არ მოძვრეს და წყალმა არ გამოჟონოს.
დროს. გარდა ამისა, არსებობს დაწვის რისკიც, რეცხვის მაღალი ტემპერატურის გამო! ასეთი სიტუაციაციების თავიდან აცილების მიზნით, დარწმუნდით, რომ მანქანა ასრულებს წყალაღების და წყლის ჩაშვების პროცესებს უპრობლემოდ, დაამაგრეთ დრენაჟის შლანგი უსაფრთხოდ.
• დაამაგრეთ დრენაჟის შლანგი მინიმუმ 40 სმ სიმაღლეზე და მაქსიმუმ 100 სმ სიმაღლეზე.
• იმ შემთხვევაში, თუ მოხდება დრენაჟის შლანგის აწევა, მისი იატაკის დონეზე ან მიწასთან ახლოს (მიწიდან 40 სმ-ზე უფრო ნაკლებ სიმაღლეზე) დების შემდეგ, წყლის გამოდევნა უფრო გართულდება და შეიძლება, სარეცხი ძალიან სველ მდგომარეობაში გამოვიდეს. ამიტომ, იხელმძღვანელეთ შესაფერისი სიმაღლისთვის მოცემული ციფრებით.
4.1.6 ფეხების რეგულირება
გაფრთხილება: იმის უზრუნველსაყოფად, რომ პროდუქტმა უფრო ჩუმად და ვიბრაციის გარეშე
A
იმუშაოს, ის სწორად და გაწონასწორებულად უნდა იდგეს თავის ფეხებზე. გააწონასწორეთ მანქანა, ფეხების რეგულირების საშუალებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროდუქტი შეიძლება ადგილიდან დაიძრას და მსხვრევისა და ვიბრაციის პრობლემები გამოიწვიოს.
გაფრთხილება: არ გამოიყენოთ არავითარი იარაღი, ჩამკეტი ქანჩების მოსაშვებად. წინააღმდეგ
შემთხვევაში, ისინი დაზიანდება.
1 ფეხებზე, ჩამკეტი ქანჩები ხელით მოუშვით. 2 დაარეგულირეთ ფეხები, სანამ მანქანა სწორად და გაწონასწორებულად არ დადგება.
3. ყველა ჩამკეტი ქანჩი კვლავ ხელით მოუჭირეთ.
10 / KA
სარეცხი მანქანა / მომხმარებლის სახელმძღვანელო
4.1.7 ელექტროენერგიის წყაროსთან შეერთება
შეაერთეთ მანქანა დამიწებულ როზეტთან, რომელიც დაცულია 16 A მცველით. ჩვენი კომპანია პასუხს არ აგებს რაიმე ზიანზე, რომელიც წარმოიშობა, როცა პროდუქტი გამოიყენება დამიწების გარეშე, ადგილობრივი დებულებების თანახმად.
• შეერთება უნდა მოხდეს ეროვნული დებულებების შესაბამისად.
• ელექტრული ქსელის გაყვანილობა უნდა იყოს საკმარისი მოწყობილობის მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის. რეკომენდირებულია დამიწების მოკლე ჩართვის გამომრთველის გამოყენება.
• ელექტროენერგიის კაბელის შტეპსელი უნდა იყოს ადვილად მისაწვდომ ადგილზე, დამონტჟების შემდეგ.
• თუ სახლში დნობადი მცველისა და ამომრთველის დამცველის მონაცემები 16 ამპერზე ნაკლებია, კვალიფიციურ ელექტრიკოსს 16 ამპერიანი დნობადი მცველი დააყენებინეთ.
• "ტექნიკურ პირობებში" მითითებული ძაბვა თქვენს ქსელის როზეტის ძაბვას უნდა უტოლდებოდეს.
• არ მოახდინოთ შეერთება დამაგრძელებლებით ან მრავალჩამრთველიანი შტეპსელით.
გაფრთხილება: დაზიანებული მაღალი ძაბვის კაბელები ლეგალიზებული მომსახურების აგენტმა უნდა
B
გამოცვალოს.
4.1.8 პირველადი გამოყენება
სანამ პროდუქტის გამოყენებას დაიწყებთ, დარწმუნდით, რომ ყველა მომზადება შესრულებულია "უსაფრთხოების და გარემოს დაცვის მნიშვნელოვანი ინსტრუქციებისა" და "მონტაჟის" ნაწილის ინსტრუქციების შესაბამისად. იმისათვის, რომ პროდუქტი სარეცხის გასარეცხად მოამზადოთ, შეასრულეთ პირველი ოპერაცია ცილინდრის გასუფთავების პროგრამაში. ეს პროგრამა არ არის ხელმისაწვდომი თქვენს მანქანაში, გამოიყენეთ მეთოდი, რომელიც აღწერილი ნაწილში
4.4.2.
გამოიყენეთ სარეცხი მანქანისთვის შესაფერისი მინადუღის საწინააღმდეგო საშუალება.
C
მანქანაში შეიძლება წყალი დარჩენილი იყოს პროდუქტის ხარისხის კონტროლის პროცესის გამო. ეს მანქანისთვის საზიანო არ არის.
სარეცხი მანქანა / მომხმარებლის სახელმძღვანელო
11 / KA
4.2 მომზადება
4.2.1 სარეცხის დახარისხება
* დაახარისხეთ სარეცხი ქსოვილის ტიპის, ფერისა და დაბინძურების ხარისხის, ასევე, წყლის
დასაშვები ტემპერატურის შესაბამისად.
* ყოველთვის ისარგებლეთ ტანსაცმლის იარლიყზე მითითებული ინსტრუქციით.
4.2.2 სარეცხის მომზადება რეცხვისთვის
• სარეცხი ლითონის დეტალებით, როგორიცაა, ბიუზჰალტერები, ქამრის ბალთები თუ ლითონის ღილები, მანქანას აზიანებს. მოხსენით ლითონის დეტალები ან ტანსაცმელი სარეცხის ჩანთაში ან ბალიშის პირში ჩადებული გარეცხეთ.
• ჯიბეებიდან ამოიღეთ ისეთი ნივთები, როგორიცაა მონეტები, კალმები და ქაღალდის სამაგრები, ჯიბეები გადმოაბრუნეთ და ჯაგრისით გაწმინდეთ. ასეთმა საგნებმა შეიძლება დააზიანოს პროდუქტი, ან გამოიწვიოს ხმაური.
• პატარა ზომის ტანსაცმელი, როგორიცაა, ბავშვის ან ნეილონის წინდები, სარეცხის ჩანთაში ან ბალიშის პირში ჩადებული გარეცხეთ.
• მოათავსეთ ფარდები მანქანაში, შეკუმშვის გარეშე. მოხსენით ფარდის სამაგრები.
• შეკარით ელვა-შესაკრავები, მიაკერეთ მოშვებული ღილები და შეაკეთეთ გარღვეული და გახეული ადგილები.
• პროდუქტი, რომელსაც აქვს იარლიყი, "მანქანით რეცხვისთვის" ან "ხელით რეცხვისთვის," გარეცხეთ მხოლოდ შესაბამისი პროგრამით.
• არ გარეცხოთ ფერადი და თეთრი ქსოვილი ერთად. ახალი, მუქი ფერის ბამბის ქსოვილი ბევრ საღებავს გამოყოფს. ისინი ცალკე გარეცხეთ.
• ღრმად ჩამჯდარ ლაქებს, რეცხვამდე, სათანადო ზომების მიღება სჭირდება. თუ დარწმუნებული არ ხართ, სცადეთ ქიმწმენდის საშუალებით.
• ყოველთვის გამოიყენეთ მხოლოდ მანქანის რეცხვისთვის შესაფერისი საღებავის/ფერის შემცვლელები და მინადუღის მოსაშორებლები. ყოველთვის ისარგებლეთ შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქციით.
• შარვლები და დელიკატური ქსოვილები უკუღმა გადმობრუნებული გარეცხეთ.
• ანგორის შალისგან დამზადებული გასარეცხი ნივთები, გარეცხვამდე, გასაყინ კამერაში მოათავსეთ. ეს ბეწვის გაცვენას შეამცირებს.
• სარეცხი, რომელიც დასვრილია ისეთი ნივთიერებებით, როგორიცაა, ფქვილი, კირის მტვერი, რძის ფხვნილი და ა. შ., ძლიერად უნდა დაფერთხოთ, სანამ მანქანაში მოათავსებთ. ასეთი მტვერი თუ ფხვნილი, სარეცხიდან, დროთა განმავლობაში, შეიძლება მანქანის შიდა ნაწილებში ჩაჯდეს და მისი დაზიანება გამოიწვიოს.
4.2.3 რა უნდა გაკეთდეს ელექტროენერგიის დასაზოგად
შემდეგი ინფორმაცია დაგეხმარებათ, გამოიყენოთ პროდუქტი ეკოლოგიურად და ელექტროენერგიის დაზოგვით.
• ამუშავეთ პროდუქტი უმაღლესი სიმძლავრით, რის საშუალებასაც თქვენ მიერ არჩეული პროგრამა იძლევა, მაგრამ არ გადააჭარბოთ; იხილეთ "პროგრამისა და გამოყენების ტაბულა". იხილეთ "პროგრამისა და გამოყენების ტაბულა"
• ყოველთვის ისარგებლეთ სარეცხი საშუალების შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქციით.
• მსუბუქად დასვრილი სარეცხი დაბალ ტემპერატურაზე გარეცხეთ.
• გამოიყენეთ უფრო სწრაფი პროგრამები მცირე ოდენობით მსუბუქად დასვრილი სარეცხის გასარეცხად.
• არ გამოიყენოთ წინასწარი რეცხვა და მაღალი ტემპერატურა, ისეთი სარეცხისთვის, რომელიც არ არის ძალიან დასვრილი ან დალაქავებული.
• თუ თქვენი სარეცხის საშრობში გაშრობას გეგმავთ, აირჩიეთ ბრუნვის ყველაზე მაღალი სიჩქარე, რომელიც რეკომენდებულია რეცხვის პროცესში.
• არ გამოიყენოთ სარეცხი საშუალება რეკომენდებულზე მეტი რაოდენობით ვიდრე შეფუთვაზეა მითითებული.
12 / KA
სარეცხი მანქანა / მომხმარებლის სახელმძღვანელო
4.2.4 სარეცხის მოთავსება
1
3
2
1. გახსენით სარეცხის თავსახური.
2. ჩადეთ გასარეცხი ნივთები მანქანაში თავისუფალად.
3. დააჭირეთ და ჩაკეტეთ ჩასატვირთი კარი სანამ არ გაიგებთ ჩაკეტვის ხმას. დარწმუნდით, რომ კარში რომელიმე ნივთი არ მოყოლილა. ჩასატვირთი კარი დაკეტილია, როცა პროგრამა მუშაობს. კარის გაღება შესაძლებელია პროგრამის დასრულებიდან ცოტა ხნის შემდეგ.
4.2.5 ტვირთის სწორი მოცულობა
ტვირთის მაქსიმალური მოცულობა დამოკიდებულია სარეცხის ტიპზე, დაბინძურების ხარისხსა და რეცხვის სასურველ პროგრამაზე. მანქანა ავტომატურად არეგულირებს წყლის რაოდენობას, მასში ჩატვირთული სარეცხის წონის შესაბამისად.
გაფრთხილება: ისარგებლეთ "პროგრამისა და მოხმარების ტაბულაში" მოცემული ინფორმაციით.
A
ზედმეტი ტვირთის შემთხვევაში, მანქანის რეცხვის ეფექტურობა ეცემა. გარდა ამისა, შეიძლება წარმოიშვას ხმაურისა და ვიბრაციის პრობლემები.
4.2.6 სარეცხი საშუალებისა და ქსოვილის დამარბილებლის გამოყენება
როცა იყენებთ სარეცხ საშუალებას, დამარბილებელს, სახამებელს, ქსოვილის საღებავს, მათეთრებელს და გამაუფერებელს, მინადუღის მოსაშორებელს; ყოველთვის ყურადღებით წაიკითხეთ სარეცხი საშუალების
C
შეფუთვაზე მითითებული მწარმოებლის ინსტრუქცია და ისარგებლეთ დოზების მაჩვენებლებით. შეძლებისდაგვარად გამოიყენეთ საზომი ფინჯანი.
სარეცხი საშუალების უჯრა სამი განყოფილებისგან შედგება:
- (1) წინასწარი რეცხვისთვის
- (2) მთავარი რეცხვისთვის – (3) დამარბილებლისთვის – ( ) გარდა ამისა, დამარბილებლის განყოფილებაში არის სიფონის ნაწილი.
სარეცხი საშუალება, დამარბილებელი და სხვა გასასუფთავებელი ნივთიერება
• დაუმატეთ სარეცხი საშუალება და დამარბილებელი, რეცხვის პროგრამის ჩართვამდე.
• სარეცხი ციკლის მიმდინარეობისას არ დატოვოთ გახსნილი სარეცხი საშუალების გამანაწილებელი!
• როცა პროგრამას წინასწარი რეცხვის გარეშე იყენებთ, არ ჩაყაროთ სარეცხი საშუალება წინასწარი რეცხვის განყოფილებაში (განყოფილება ნომერი „1“).
• პროგრამაში წინასწარი რეცხვით, არ ჩაასხათ თხევადი სარეცხი საშუალება წინასწარი რეცხვის განყოფილებაში (განყოფილება ნომერი „1“).
• არ აირჩიოთ პროგრამა წინასწარი რეცხვით, თუ იყენებთ სარეცხი საშუალების ჩანთას ან გამანაწილებელ ბუშტს. მოათავსეთ სარეცხი საშუალების ჩანთა ან გამანაწილებელი ბუშტი პირდაპირ სარეცხს შორის, მანქანაში.
თუ თხევად სარეცხ საშუალებას იყენებთ, არ დაგავიწყდეთ, მოათავსოთ თხევადი სარეცხი
საშუალების კონტეინერი მთავარი რეცხვის განყოფილებაში (განყოფილება ნომერი "2").
სარეცხი მანქანა / მომხმარებლის სახელმძღვანელო
13 / KA
სარეცხი საშუალების ტიპის არჩევა
2
გამოსაყენებელი სარეცხის საშუალების ტიპი დამოკიდებულია ქსოვილის ტიპსა და ფერზე.
• გამოიყენეთ სხვადასხვა სარეცხი საშუალება ფერადი და თეთრი სარეცხისთვის.
• გარეცხეთ დელიკატური ტანსაცმელი მხოლოდ სპეციალური სარეცხი საშუალებით (თხევადი სარეცხი საშუალება, შალის ქსოვილის შამპუნი და ა. შ.), რომელიც მხოლოდ დელიკატური ქსოვილისთვის გამოიყენება.
• მუქი ფერის ტანსაცმლის ან ჭრელი საბნების რეცხვისას, რეკომენდებულია თხევადი სარეცხი საშუალების გამოყენება.
• შალის ქსოვილი გარეცხეთ სპეციალურად შალის ქსოვილისთვის შექმნილი სარეცხი საშუალებით.
გაფრთხილება: გამოიყენეთ მხოლოდ სპეციალურად სარეცხი მანქანისთვის დამზადებული სარეცხი
A
სარეცხი საშუალების რაოდენობის რეგულირება გამოსაყენებელი სარეცხი საშუალების რაოდენობა დამოკიდებულია სარეცხის რაოდენობაზე, დაბინძურების ხარისხსა და წყლის სიხისტეზე.
• არ გამოიყენოთ სარეცხი საშუალება იმაზე მეტი ოდენობით, ვიდრე მითითებულია სარეცხი საშუალების შეფუთვაზე, რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი ქაფის, არასაკმარისი გავლების, ფინანსური დაზოგვისა და, ბოლოს, გარემოს დაცვის პრობლემები.
• გამოიყენეთ უფრო ნაკლები სარეცხი საშუალება მცირე ოდენობით ან მსუბუქად დასვრილი ტანსაცმლისთვის.
დამარბილებლების გამოყენება
ჩაასხით დამარბილებელი სარეცხი საშუალების უჯრის დამარბილებლის განყოფილებაში.
• არ გადააჭარბოთ დამარბილებლის განყოფილებაში მონიშნულ (>მაქს<) დონეს.
• თუ დამარბილებელს თხევადობა დაკარგული აქვს, სარეცხი საშუალების უჯრაში ჩასხმამდე, ის წყალში გააზავეთ.
თხევადი სარეცხი საშუალებების გამოყენება თუ პროდუქტს აქვს თხევადი სარეცხი საშუალების ფინჯანი:
თუ პროდუქტს არა აქვს თხევადი სარეცხი საშუალების ფინჯანი:
• პროგრამაში წინასწარი რეცხვით, არ გამოიყენოთ თხევადი სარეცხი საშუალება, წინასწარი რეცხვისთვის.
• თხევადი სარეცხი საშუალებები ალაქავებს თქვენს ტანსაცმელს შეყოვნებული დაწყების ფუნქციის გამოყენებისას. თუ შეყოვნებული დაწყების ფუნქციის არჩევას აპირებთ, არ გამოიყენოთ თხევადი სარეცხი საშუალება.
სარეცხი საშუალების გელისა და ტაბლეტების გამოყენება
• თუ სარეცხი გელის სისქე სითხისებრია და თქვენს მანქანას არა აქვს სპეციალური თხევადი სარეცხი საშუალების ფინჯანი, ჩაასხით სარეცხი გელი მთავარი რეცხვის სარეცხი საშუალების განყოფილებაში, წყლის პირველი შეშვების განმავლობაში. თუ თქვენს მანქანას ქვს თხევადი სარეცხი საშუალების ფინჯანი, ჩაასხით სარეცხი საშუალება ამ ფინჯანში, პროგრამის დაწყებამდე.
• თუ სარეცხი გელის სისქე სითხისებრი არ არის ან მას აქვს თხევადი კაფსულების ფორმა, ის პირდაპირ ცილინდრში მოათავსეთ, რეცხვის დაწყებამდე.
• მოათავსეთ სარეცხი საშუალების ტაბლეტები მთავარი რეცხვის განყოფილებაში (განყოფილება ნომერი "2") ან პირდაპირ ცილინდრში, რეცხვის დაწყებამდე.
საშუალება.
გაფრთხილება: არ გამოიყენოთ საპნის ფხვნილი.
მოათავსეთ თხევადი სარეცხი საშუალების კონტეინერი განყოფილებაში ნომერი "2".
თუ თხევად სარეცხ საშუალებას თხევადობა დაკარგული აქვს, სარეცხი საშუალების კონტეინერში ჩასხმამდე, ის წყალში გააზავეთ.
14 / KA
სარეცხი მანქანა / მომხმარებლის სახელმძღვანელო
სახამებლის გამოყენება
• მოათავსეთ თხევადი სოდა, სოდის ფხვნილი ან ქსოვილისი საღებავი დამარბილებელის კონტეინერში.
არ გამოიყენოთ დამარბილებელი და სახამებელი ერთად, რეცხვის ციკლის დროს. სახამებლის გამოყენების შემდეგ, მანქანის შიდა ნაწილი სველი და სუფთა ქსოვილით
გაწმინდეთ.
მინადუღის მოსაშორებლის გამოყენება
• როცა საჭიროა, გამოიყენეთ მინადუღის მოსაშორებელი, რომელიც მხოლოდ სპეციალურად სარეცხი მანქანისთვისაა დამზადებული.
მათეთრებლის გამოყენება
დაამატეთ მათეთრებელი ნივთიერება, რეცხვის დასაწყისში, როცა ირჩევთ პროგრამას
წინასწარი რეცხვით. არ მოათავსოთ სარეცხი საშუალება წინასწარი რეცხვისთვის განსაზღვრულ განყოფილებაში. როგორც დამატებითი გამოყენება, აირჩიეთ პროგრამა დამატებითი გავლებით და დაამატეთ მათეთრებელი ნივთიერება, სანამ მანქანა წყალს იღებს, სარეცხი საშუალების განყოფილებიდან, გავლების პირველ საფეხურზე.
• ნუ გამოიყენებთ მათეთრებელ ნივთიერებასა და სარეცხ საშუალებას, ერთმანეთში შერევით.
• გამოიყენეთ მცირე რაოდენობით (დაახლ. 50 მლ) მათეთრებელი ნივთიერება და კარგად გაავლეთ ტანსაცმელი, რადგან ის კანის გაღიზიანებას იწვევს. არ დაასხათ მათეთრებელი ნივთიერება სარეცხს და არ გამოიყენოთ ის ფერადი ნივთებისთვის.
• როცა იყენებთ გამაუფერულებელს ჟანგბადის დაფუძნებულზე, აირჩიეთ პროგრამა, რომელიც რეცხავს სარეცხს დაბალ ტემპერატურაზე.
• ჟანგბადის დაფუძნებულზე გამაუფერულებლის გამოყენება შეიძლება სარეცხ საშუალებასთან ერთად; თუმცა, თუ ის არ არის ერთი კონსისტენციის, ჯერ მოათავსეთ სარეცხი საშუალება განყოფილებაში ნომერი "2" სარეცხი საშუალების გამანაწილებელში და დაელოდეთ სანამ მანქანა ჩამორეცხავს სარეცხ საშუალებას წყლის აღების დროს. სანამ მანქანა წყალს შიგნით უშვებს, დაამატეთ გამაუფერულებელი იმავე განყოფილებაში.
სარეცხი მანქანა / მომხმარებლის სახელმძღვანელო
15 / KA
4.2.7 მინიშნებები ეფექტური რეცხვისთვის
ღია ფერის და
თეთრი სარეცხი
(რეკომენდებული ტემპერატურის დიაპაზონი დამოკიდებულია დაბინძურების დონეზე: 40-90 oC)
შეიძლება საჭირო იყოს ლაქების წინასწარი დამუშავება ან წინასწარი რეცხვის შესრულება.
ძალიან ჭუჭყიანი
(ძნელად ამოსაყვანი ლაქები, როგორიცაა ბალახი, ყავა, ხილი და სისხლი.)
ზომიერად ჭუჭყიანი
დაბინძურების დონე
(მაგალითად, სხეულის ლაქები საყელოსა და მანჟეტებზე)
მსუბუქად დასვრილი
(აშკარა ლაქების გარეშე.)
თეთრი სარეცხისთვის რეკომენდებული ფხვნილები და თხევადი სარეცხი საშუალება შეიძლება გამოყენებულ იქნას ძალიან დასვრილი ტანსაცმლისთვის რეკომენდებული დოზებით. რეკომენდებულია სარეცხი ფხვნილების გამოყენება თიხისა და მიწის ლაქების და ასევე, ისეთი ლაქების ამოსაყვანად, რომლებიც მგრძნობიარეა მათეთრებლების მიმართ.
თეთრი სარეცხისთვის რეკომენდებული ფხვნილები და თხევადი სარეცხი საშუალება შეიძლება გამოყენებულ იქნას ზომიერად დასვრილი ტანსაცმლისთვის რეკომენდებული დოზებით.
თეთრი სარეცხისთვის რეკომენდებული ფხვნილები და თხევადი სარეცხი საშუალება შეიძლება გამოყენებულ იქნას მსუბუქად დასვრილი ტანსაცმლისთვის რეკომენდებული დოზებით.
ფერადი შავი/მუქი ფერის
(რეკომენდებული ტემპერატურის დიაპაზონი დამოკიდებულია დაბინძურების დონეზე: ცივი -40 oC)
ფერადი სარეცხისთვის რეკომენდებული ფხვნილები და თხევადი სარეცხი საშუალება შეიძლება გამოყენებულ იქნას ძალიან დასვრილი ტანსაცმლისთვის რეკომენდებული დოზებით. რეკომენდებულია სარეცხი ფხვნილების გამოყენება თიხისა და მიწის ლაქების და ასევე, ისეთი ლაქების ამოსაყვანად, რომლებიც მგრძნობიარეა მათეთრებლების მიმართ. გამოიყენეთ სარეცხი საშუალება მათეთრებლის გარეშე.
ფერადი სარეცხისთვის რეკომენდებული ფხვნილები და თხევადი სარეცხი საშუალება შეიძლება გამოყენებულ იქნას ზომიერად დასვრილი ტანსაცმლისთვის რეკომენდებული დოზებით. უნდა გამოიყენოთ სარეცხი საშუალებები, რომლებიც არ შეიცავს მათეთრებელს.
ფერადი სარეცხისთვის რეკომენდებული ფხვნილები და თხევადი სარეცხი საშუალება შეიძლება გამოყენებულ იქნას მსუბუქად დასვრილი ტანსაცმლისთვის რეკომენდებული დოზებით. უნდა გამოიყენოთ სარეცხი საშუალებები, რომლებიც არ შეიცავს მათეთრებელს.
ტანსაცმელი
(რეკომენდებული ტემპერატურის დიაპაზონი დამოკიდებულია დაბინძურების დონეზე: ცივი -40 oC)
თხევადი სარეცხი საშუალებები, რომლებიც შესაფერისია ფერადი და მუქი ფერის ტანსაცმლისთვის, შეიძლება გამოყენებულ იქნას ძალიან დასვრილი ტანსაცმლისთვის რეკომენდებული დოზებით.
თხევადი სარეცხი საშუალებები, რომლებიც შესაფერისია ფერადი და მუქი ფერის ტანსაცმლისთვის, შეიძლება გამოყენებულ იქნას ზომიერად ჭუჭყიანი ტანსაცმლისთვის რეკომენდებული დოზებით.
თხევადი სარეცხი საშუალებები, რომლებიც შესაფერისია ფერადი და მუქი ფერის ტანსაცმლისთვის, შეიძლება გამოყენებულ იქნას მსუბუქად დასვრილი ტანსაცმლისთვის რეკომენდებული დოზებით.
დელიკატური/
შალის/აბრეშუმის
ქსოვილი
(რეკომენდებული ტემპერატურის დიაპაზონი დამოკიდებულია დაბინძურების დონეზე: ცივი -30 oC)
უპირატესობა მიანიჭეთ დელიკატური ქსოვილისთვის დამზადებულ თხევად სარეცხ საშუალებებს. შალისა და აბრეშუმის ტანსაცმელი შალის სარეცხი სპეციალური საშუალებით უნდა გაირეცხოს.
უპირატესობა მიანიჭეთ დელიკატური ქსოვილისთვის დამზადებულ თხევად სარეცხ საშუალებებს. შალისა და აბრეშუმის ტანსაცმელი შალის სარეცხი სპეციალური საშუალებით უნდა გაირეცხოს.
უპირატესობა მიანიჭეთ დელიკატური ქსოვილისთვის დამზადებულ თხევად სარეცხ საშუალებებს. შალისა და აბრეშუმის ტანსაცმელი შალის სარეცხი სპეციალური საშუალებით უნდა გაირეცხოს.
16 / KA
სარეცხი მანქანა / მომხმარებლის სახელმძღვანელო
4.3 პროდუქტის ექსპლუატაცია
4.3.1 მართვის პულტი
1 2 3 4
Cottons
Shirts
Lingerie
Dark Care
Jeans
Outdoor
Sports
Down Wear
Rinse
Spin+Drain
Cottons Eco
Synthetics
Daily Xpress
Xpress Super Short
Woollens
GentleCare
Mix 40
Hand Wash
1 - პროგრამის არჩევის ღილაკი (მოთავსებულია ყველაზე ზევით ჩართვა/ გამორთვა) 2 - ეკრანი 3 - შეყოვნებული დაწყების ინდიკატორი 4 - პროგრამის შემდგომი შესრულების ინდიკატორი 5 - დაწყების/პაუზის ღილაკი
ი რეცხვა
სწრაფი+ დამატებით
ი გავლება
ცხოველების
ბეწვის
მოსაშორებელი
90°
60°
40°
30°
20°
WTE 5512 B0
1000
800
600
400
Ready
Wash
Rinse
Spin
End
Cancel
57 68910
6 - დამატებითი ფუნქციების ღილაკი 3 7 - დამატებითი ფუნქციების ღილაკი 2 8 - დამატებითი ფუნქციების ღილაკი 1 9 - ბრუნვის სიჩქარის რეგულირების ღილაკი 10 - ტემპერატურის რეგულირების ღილაკი
საწინააღმ
დეგო
ღამის
რეჟიმი
ტემპერატურადაჭმუჭნის
ბრუნიწინასწარ
ბრუნის
გარეშე
ცივი
გავლების
შეჩერება
დროებითი
შეყოვნება
4.3.2. მანქანის მომზადება
1.დარწმუნდით, რომ შლანგები მჭიდროდ არის შეერთებული.
2.ჩართეთ თქვენი მანქანა.
3.მთლიანად მოუშვით ონკანი.
4.მოათავსეთ სარეცხი მანქანაში.
5.დაუმატეთ სარეცხი საშუალება და ქსოვილის დამარბილებელი.
4.3.3 პროგრამის არჩევა და მინიშნებები ეფექტური რეცხვისთვის
1.აირჩიეთ სარეცხის ტიპის, რაოდენობისა და დაბინძურების ხარისხისთვის შესაფერისი პროგრამა, ქვემოთ მოცემული "პროგრამისა და გამოყენების ტაბულისა" და ტემპერატურის ტაბულის შესაბამისად.
2.აირჩიეთ სასურველი პროგრამა პროგრამის შერჩევის ღილაკით.
სარეცხი მანქანა / მომხმარებლის სახელმძღვანელო
17 / KA
4.3.4 პროგრამისა და გამოყენების ტაბულა
KA
2
დამატებითი ფუნქციები
პროგრამა
მაქს. ტვირთი (კგ)
წყლის მოხმარება (1)
ელექტროენერგიის
მოხმარება (კვ/სთ)
მაქს. სიჩქარე***
წინასწარი რეცხვა
სწრაფი+
90 5 79 1,95 1000 ცივი-90
Cottons
Cottons Eco
Synthetics
Daily Xpress / Xpress Super Short
Daily Xpress / Xpress Super Short + სწრაფი+ 30 2 40 0,10 1000 ცივი-90
Mix 40 40 3 65 0,75 800 ცივი-40
Woollens / Hand Wash 40 1,5 45 0,40 1000 ცივი-40
GentleCare 30 2,5 48 0,65 1000 ცივი-40
Down Wear 60 1,5 70 1,10 1000 ცივი-60
Outdoor / Sports 40 2,5 44 0,45 1000 ცივი-40
Dark Care / Jeans 40 2 70 0,75 1000 * ცივი-40
Lingerie 30 2,5 55 1,10 600 * ცივი-30
Shirts 60 1 52 0,25 800 ცივი-60
Hygiene 90 5 99 2,05 1000 * 20-90
ცილინდრის გაწმენდა 90 - 68 2,00 600 90
60 5 79 1,45 1000 ცივი-90
40 5 76 0,95 1000 ცივი-90
60** 5 40 0,705 1000 ცივი-60
60** 2,5 31,5 0,690 1000 ცივი-60
40** 2,5 31 0,520 1000 ცივი-60
60 2,5 62 1,15 1000 ცივი-60
40 2,5 60 0,70 1000 ცივი-60
90 5 60 1,80 1000 ცივი-90
60 5 60 0,90 1000 ცივი-90
30 5 58 0,20 1000 ცივი-90
ტემპერატურის
არჩევითი
დიაპაზონი °C
დამატებითი გავლება
• : არჩევითი * : ავტომატურად არჩეული, გაუქმების გარეშე. ** : ენერგოეფექტურობის მარკირების პროგრამა (EN 60456 Ed.3) ***: თუ მანქანის ბრუნვის მაქსიმალური სიჩქარე ამ მონაცემზე უფრო დაბალია, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ მხოლოდ მაქსიმუმამდე ბრუნვის სიჩქარე.
- : იხილეთ პროგრამის აღწერილობა მაქსიმალური წონისთვის.
** "ბამბა ეკონომიური 40°C და ბამბა ეკონომიური 60°C წარმოადგენს სტანდარტულ პროგრამებს." ეს პროგრამები ცნობილია, როგორც '40°C ბამბის სტანდარტული პროგრამა’ და ‘60°C ბამბის სტანდარტული პროგრამა’, რომლებიც აღნიშნულია სიმბოლოებით, პანელზე.
წყლისა და ელექტროენერგიის მოხმარება შეიძლება შეიცვალოს წყლის წნევის, წყლის სიხისტისა და
C
18 / KA
ტემპერატურის, გარეთა ტემპერატურის, სარეცხის ტიპისა და რაოდენობის, დამხმარე ფუნქციებისა და ბრუნვის სიჩქარის არჩევისა და ელექტროენერგიის ძაბვის მიხედვით.
პროგრამის არჩევისას თქვენ შეგიძლიათ, მანქანის ეკრანზე დაინახოთ რეცხვის დრო. თქვენ მიერ მანქანაში ჩატვირთული სარეცხის რაოდენობიდან გამომდინარე, შეიძლება იყოს 1-1,5 საათიანი სხვაობა ეკრანზე ნაჩვენებ დროსა და რეცხვის ციკლის ფაქტიურ ხანგრძლივობას შორის. ხანგრძლივობა ავტომატურად განახლდება რეცხვის დაწყების შემდეგ.
დამხმარე ფუნქციები, ტაბულაში, შეიძლება თქვენი მანქანის მოდელის მიხედვით იცვლებოდეს.
სარეცხი მანქანა / მომხმარებლის სახელმძღვანელო
სიდიდეები სინთეთიკის პროგრამებისთვის (KA)
დარჩენილი ტენის
შემცველობა (%)**
≤ 1000 ბრუნი წუთში > 1000 ბრუნი წუთში
ტვირთი (კგ)
სინთეტიკა 60 2,5 62 1,15
სინთეტიკა 40 2,5 60 0,70
*თქვენ შეგიძლიათ, მანქანის ეკრანზე დაინახოთ თქვენ მიერ არჩეული პროგრამის რეცხვის დრო. შესაძლებელია, რომ ეკრანზე ნაჩვენებ დროსა და რეცხვის რეალურ დროს შორის მცირე სხვაობა იყოს.
**დარჩენილი ტენის შემცველობა შეიძლება განსხვავდებოდეს არჩეული ბრუნვის სიჩქარის შესაბამისად.
წყლის მოხმარება
(l)
ელექტროენერგიის
მოხმარება (კვ/სთ)
პროგრამის
ხანგრძლივობა
(წთ)*
105/130 45 40
105/130 45 40
დარჩენილი ტენის
შემცველობა (%)**
4.3.5 ძირითადი პროგრამები
ქსოვილის ტიპიდან გამომდინარე, გამოიყენეთ შემდეგი ძირითადი პროგრამები.
• Cottons (ბამბის ქსოვილი)
ამ პროგრამით თქვენ შეგიძლიათ გარეცხოთ თქვენი ბამბის სარეცხი (ზეწარი, თეთრეული, პირსახოცები, საბანაო ხალათები, საცვლები და სხვა.) ხანგრძლივი რეცხვის რეჟიმში. როცა სწრაფი რეცხვის ფუნქციის ღილაკს დააჭერთ, პროგრამის ხანგრძლივობა შესამჩნევად შემცირდება, მაგრამ რეცხვის ეფექტურობა შენარჩუნდება რეცხვის ინტენიური მოძრაობების გამო. თუ სწრაფი რეცხვის ღილაკს არ დააჭერთ იქნება უზუნველყოფილი ძალიან ჭუჭყიანი სარეცხის რეცხვისა და გავლების საუკეთესო ხარისხი.
• Synthetics (სინთეტიკა)
ამ პროგრამით თქვენ შეგიძლიათ გარეცხოთ თქვენი სარეცხი (როგოროცაა მაგალითად: ბერანგები, ბლუზები, სინთეტიკისა და ბამბის ნარევი ქსოვილები და ა. შ.). პროგრამის ხანგრძლივობა შესამჩნევად შემცირდება და რეცხვის მაღალი ეფექტურობა გარანტირებულია. თუ სწრაფი რეცხვის ღილაკს არ დააჭერთ იქნება უზუნველყოფილი ძალიან ჭუჭყიანი სარეცხის რეცხვისა და გავლების საუკეთესო ხარისხი.
• Woollens / Hand Wash (შალის ქსოვილი / ხელით რეცხვა)
გამოიყენეთ ეს პროგრამა თქვენი შალის/დელიკატური სარეცხისთვის. აირჩიეთ შესაბამისი ტემპერატურა, როგორც მითითებულია თქვენი ტანსაცმლის იარლიყზე. თქვენი სარეცხი ძალიან მსუბუქ რეჟიმში გაირეცხება, რათა ტანსაცმელი არ დაზიანდეს.
"ამ მანქანის შალის ქსოვილის რეცხვის პროგრამა დამტკიცებულია "Woolmark Company"-ის მიერ, სარეცხ მანქანაში გასარეცხი შალის ქსოვილის ტანსაცმლის რეცხვისთვის, იმ პირობით, თუ ტანსაცმელი გაირეცხება მის ეტიკეტზე მითითებული და ამ სარეცხი მანქანის მწარმოებლის მიერ დადგენილი ინსტრუქციის თანახმად.M14022" გაერთიანებულ სამეფოში, ირლანდიაში, ჰონგკონგსა და ინდოეთში "Woolmark"-ის სავაჭრო ნიშანი სერტიფიცირების სავაჭრო ნიშანს წარმოადგენს.
სარეცხი მანქანა / მომხმარებლის სახელმძღვანელო
19 / KA
4.3.6 დამატებითი პროგრამები
განსაკუთრებული შემთხვევებისთვის, მანქანას გააჩნია დამატებითი პროგრამები.
C
დამატებითი პროგრამები შეიძლება განსხვავდებოდეს მანქანის მოდელის შესაბამისად.
• Cottons Eco (ბამბის ქსოვილი ეკონომიური)
გამოიყენეთ ზომიერად დასვრილი, გამძლე ბამბის თეთრეულის რეცხვისთვის. მიუხედავად იმისა, რომ რეცხვის პროცესი ამ პროგრამაში უფრო ხანგრძლივია ვიდრე სხვა პროგრამებში, ის უზრუნველყოფს ელექტროენერგიისა და წყლის მაღალ ეკონომიურობას. წყლის ფაქტიური ტემპერატურა შეიძლება განსხვავდებოდეს განცხადებული ტემპერატურისგან. თუ სარეცხის ნაკლებ ოდენობას ჩატვირთავთ მანქანაში (მაგ.: ½ ან უფრო ნაკლებ მოცულობას), პროგრამის ხანგრძლივობა შეიძლება ავტომატურად შემცირდეს. ამ შემთხვევაში, ელექტროენერგიისა და წყლის მოხმარება კიდევ უფრო შემცირდება, რაც უფრო ეკონომიური რეცხვას უზრუნველყოფს.
• Hygiene (ჰიგიენა)
ეს არის ხანგრძლივი პროგრამა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ სარეცხისთვის, რომელიც საჭიროებს ჰიგიენურ რეცხვას მაღალ ტემპერატურაზე ინტენსიური და ხანგრძლივი რეცხვის ციკლით. ჰიგიენის უფრო მაღალ დონეს უზრუნველყოფს გაცხელების უფრო ხანგრძლივი დრო და გავლების დამატებითი საფეხური.
• GentleCare (დელიკატური ქსოვილი)
ამ პროგრამით თქვენ შეგიძლიათ გარეცხოთ თქვენი სარეცხი დელიკატური ქსოვილისგან, როგოროცაა მაგალითად: სინთეტიკისა და ბამბის ნარევი ტრიკოტაჟი ან წინდები. ამ პროგრამით თქვენი სარეცხი უფრო დელიკატურად ირეცხება. გარეცხეთ ტასაცმელი, რომლის ფერის შენარჩუნებაც გსურთ ან 20 გრადუსზე ან აირჩიეთ ცივი წყლით რეცხვის პარამეტრი.
• Daily Xpress / Xpress Super Short (ყოველდღიური ექსპრესი / ექსპრესი სუპერ მოკლე)
გამოიყენეთ ეს პროგრამა თქვენი მსუბუქად დასვრილი ან დაულაქავებელი ბამბის ტანსაცმლისთვის, ხანმოკლე დროში. პროგრამის ხანგრძლივობა შეიძლება შემცირდეს 14 წუთამდე, თუ დააჭერთ სწრაფი რეცხვის ღილაკს. როცა სწრაფი რეცხვის ფუნქციის ღილაკს დააჭერთ, სარეცხი რაოდენობა არ უნდა იყოს 2 (ორ) კგ-ზე მეტი.
• Dark Care / Jeans (მუქი ტანსაცმელი / ჯინსი)
გამოიყენეთ ეს პროგრამა თქვენი მუქი ფერის ან ჯინსის ტანსაცმლის ფერის დაცვისთვის. ის უზრუნველყოფს ეფექტურ რეცხვას ბარაბანის სპეციალურად განსაზღვრული ბრუნვების საშუალებით, მაშინაც კი, თუ ტემპერატურა დაბალია. რეკომენდებულია თხევადი სარეცხი საშუალების ან შალის ქსოვილის შამპუნის გამოყენება, მუქი ფერის სარეცხისთვის. არ გარეცხოთ ტანსაცმელი დელიკატური ქსოვილისგან, რომელიც შეიცავს შალს და ა.შ.
• Mix 40 (შერეული 40)
გამოიყენეთ ბამბისა და სინთეტიკის ტანსაცმლის ერთად გასარეცხად, მათი გადახარისხების გარეშე.
• Shirts (პერანგები)
ეს პროგრამა გამოიყენება ბამბის, სინთეტიკის და სინთეტიკაშერეული ქსოვილის პერანგების გასარეცხად. ის ამცირებს ნაოჭებს. როცა სწრაფი რეცხვის ფუნქციის ღილაკს დააჭერთ, სრულდება წინასწარი დამუშავების ალგორითმი.
• გამოიყენეთ წინასწერი დამუშავების ქიმიური საშუალება პირდაპირ ტანსაცმეზე ან დაუმატეთ სარეცხ საშუალებასთან ერთად, როცა მანქანა იწყებს წყლის აღებას მიწოდების მთავრი უჯრის მეშვეობით. ამგვარად, თქვენ შეძლებთ უზრუნველყოთ იგივე ეფექტი, რომელსაც იღებთ ჩვეულებრივი რეცხვის დროს, მაგრამ დროის უფრო მოკლე პერიოდში. თქვენი პარანგების გამოყენების ხანგრძლივობა იზრდება.
• Outdoor / Sports (საგარეო / სპორტული)
ამ პროგრამის საშუალებით, შეგიძლიათ გარეცხოთ სპორტული და საგარეო ტანსაცმელი, რომელიც შეიცავს ბამბის/სინთეთიკის ნარევს და დაფარულია წყალგაუმტარი ზედაპირით, როგორიცაა გორტექსი და ა.შ. იგი უზრუნველყოფს თქვენი ტანსაცმლის ფრთხილად რეცხვას სპეციალური ბრუნვითი მოძრაობების მეშვეობით.
20 / KA
სარეცხი მანქანა / მომხმარებლის სახელმძღვანელო
• Lingerie (ქალის თეთრეული)
ეს პროგრამა შეგიძლიათ გამოიყენოთ ტანსსაცმლისთვის დელიკატური ქსოვილისგან, რომელიც განკუთვნილია ხელით რეცხვისთვის და ქალის თეთრეულისთვის. ტანსაცმლის მცირე რაოდენობა უნდა გაირეცხოს სარეცხ ტომარაში. კაუჭები, ღილების, ელვები და ა.შ. უნდა იყოს შეკრული.
• Down Wear (მოსაცმელი)
გამოიყენეთ ეს პროგრამა იმ მოსასხამების, ჟილეტების, ქურთუკების და ა.შ. გასარეცხად, რომელთაც აქვთ იარლიყი, "მანქანით რეცხვისთვის". სპეციალური მბრუნავი პროფილების წყალობით, წყალი შეაღწევს საჰაერო სივრცეებში ბუმბულს შორის.
4.3.7 სპეციალური პროგრამები
სპეციფიკური გამოყენებისთვის, აირჩიეთ რომელიმე, შემდეგი პროგრამებიდან.
• Rinse (გავლება)
გამოიყენეთ ეს პროგრამა, როდესაც გსურთ სარეცხის ცალ-ცალკე გავლება ან გახამება.
• Spin+Drain (ბრუნვა + ამოშრობა)
ეს პროგრამა შეგიძლიათ გამოიყენოთ ტანსაცმელიდან წყლის მოსაშორებლად და მანქანიდან წყლის მთლიანად გამოსადევნად. ამ პროგრამის არჩევამდე, აირჩიეთ ბრუნვის სასურველი სიჩქარე და დააჭირეთ დაწყების/პაუზის ღილაკს. პირველ რიგში, მანქანა მასში მოთავსებულ წყალს გამოდევნის. შემდეგ, ის სარეცხს დაატრიალებს ბრუნვის მითითებული სიჩქარით და მათგან გამოდევნილ წყალს ამოაშრობს. თუ გსურთ მხოლოდ წყლის ამოშრობა, სარეცხის დატრიალების გარეშე, აირჩიეთ ტუმბო+ბრუნვის პროგრამა და შემდეგ აირჩიეთ ბრუნვის გარეშე ფუნქცია, ბრუნვის სიჩქარის რეგულირების ღილაკის საშუალებით. დააჭირეთ დაწყების/პაუზის ღილაკს.
C
გამოიყენეთ ბრუნვის უფრო დაბალი სიჩქარე დელოიკატური სარეცხისთვს.
4.3.8 ტემპერატურის არჩევა
ახალი პროგრამის არჩევისას, რეკომენდებული ტემპერატურის დონე, არჩეული პროგრამისთვის, ტემპერატურის ინდიკატორზე ჩნდება. ტემპერატურის დასაწევად, დააჭირეთ ტემპერატურის რეგულირების ღილაკს. ტემპერატურა ეტაპობრივად დაიკლებს. ტემპერატურის დონის ნათურა არ აინთება, თუ არჩეულია ცივი წყლით რეცხვა.
თუ პროგრამამ გაცხელების საფეხურს არ მიაღწია, შეგიძლიათ, ტემპერატურა შეცვალოთ, მანქანის პაუზის
C
4.3.9. ბრუნვის სიჩქარის არჩევა
ახალი პროგრამის არჩევისას, ბრუნვის სიჩქარის ინდიკატორზე გამოჩნდება არჩეული პროგრამისთვის რეკომენდებული ბრუნვის სიჩქარე. ბრუნვის სიჩქარის შესამცირებლად, დააჭირეთ ბრუნვის სიჩქარის რეგულირების ღილაკს. ბრუნვის სიჩქარე თანდათანობით მცირდება. შემდეგ, პროდუქტის მოდელის გათვალისწინებით, ეკრანზე ვარიანტები - "გავლების შეჩერება" და "ბრუნვის გარეშე" გამოჩნდება. "ბრუნვის გარეშე" ფუნქციის არჩევისას, გავლების დონის ინდიკატორი არ ჩაირთვება.
რეჟიმში გადართვის გარეშე.
სარეცხი მანქანა / მომხმარებლის სახელმძღვანელო
21 / KA
Loading...
+ 47 hidden pages