Beko WTV8633XB User manual [KA,EN,RU]

სარეცხი მანქანა
მომხმარებლის სახელმძღვანელო
Washing Machine
Стиральная машина
Инструкция по эксплуатации
KA / EN / RU
დოკუმენტის ნომერი=
WTV8633XB
2820525912_KA / 20-10-17.(10:09)
1
ზოგადი უსაფრთხოების ინსტრუქციები
ეს განყოფილება მოიცავს უსაფრთხოების წესებს, რომლებიც დაგეხმარებათ დაზიანებების და მატერიალური ზიანის რისკის თავიდან აცილებაში. ყველა სახის გარანტია ჩაითვლება ბათილად, თუ მოცემული ინსტრუქცია არ იქნება დაცული.
1.1 სიცოცხლის და ქონების უსაფრთხოება
u
არ მოათავსოთ პროდუქტი ხალიჩით დაფარულ იატაკზე. მანქანის
ქვეშ ჰაერის ნაკადის ნაკლებობა ელექტრონაწილების გადახურებას გამოიწვევს. ეს თქვენს პროდუქტს პრობლემებს შეუქმნის.
u
თუ არ იყენებთ მანქანას, ქსელიდან გამორთეთ.
u
მონტაჟისა და შეკეთების პროცედურები ყოველთვის
ლეგალიზებული მომსახურების აგენტის მიერ უნდა განხორციელდეს. მწარმოებელი არ იქნება პასუხისმგებელი არალეგალიზებული პირის მიერ შესრულებული პროცედურების გამო წარმოქმნილ დაზიანებებზე.
u
წყლის მიწოდებისა და დრენაჟის შლანგები საიმედოდ უნდა
იყოს მიმაგრებული და დაუზიანებლად დარჩეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება მოხდეს წყლის გაჟონვა.
u
სანამ მანქანაში წყალი ისევ არის, არ გააღოთ ჩასატვირთი კარი და
არ მოხსნათ ფილტრი. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს ცხელი წყლის გამოდინებისა და მისგან მიღებული დაზიანების რისკი.
u
დაკეტილ ჩასატვირთ კარს ძალით ნუ გააღებთ. კარის გახსნა
შეიძლება სარეცხი ციკლის მთავრდების შემდეგ რამდენიმე წუთში. ჩასატვირთი კარის ძალით გაღების შემთხვევაში, შესაძლოა კარი და საკეტი მექანიზმი დაზიანდეს.
u
გამოიყენეთ მხოლოდ ავტომატური სარეცხი მანქანისთვის
შესაფერისი სარეცხი საშუალებები, დამარბილებლები და დანამატები.
u
ყოველთვის ისარგებლეთ ქსოვილის იარლიყებსა და სარეცხი
საშუალების შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქციით.
ეს პროდუქტი დამზადებულია უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით ეკოლოგიურად სუფთა პირობებში.
2 / KA
სარეცხი მანქანა / მომხმარებლის სახელმძღვანელო
1.2 ბავშვების უსაფრთხოება
u
ამ პროდუქტის გამოყენება შეუძლიათ ბავშვებს, რომლებიც
არიან 8 წლის და მეტი ასაკის და ადამიანებს, რომელთა ფიზიკური, სენსორული ან გონებრივი უნარები არ არის სრულად განვითარებული და არ აქვს საჭირო ცოდნა და გამოცდილება, მაშინ, როცა ისინი არიან ზედამხედველობის ქვეშ ან შეისწავლეს პროდუქტის უსაფრთხო გამოყენების წესები და იციან მათი რისკების შესახებ. ბავშვებმა არ უნდა ითამაშონ მანქანით. დასუფთავება და დალაგება არ უნდა განახორციელოს ბავშვმა ზედამხედველობის გარეშე. 3 წლამდე ბავშვები მოარიდეთ მანქანას, თუ ისინი არ არიან მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ.
u
შესაფუთი მასალები შეიძლება სახიფათო იყოს ბავშვებისთვის.
იქონიეთ შეფუთვის მასალები უსაფრთხო ადგილზე, ბავშვებისგან მიუწვდომლად.
u
ელექტრო პროდუქტები სახიფათოა ბავშვებისთვის. მოაშორეთ
ბავშვები მანქანას, როცა ის ჩართულ მდგომარეობაშია. არ მისცეთ საშუალება, რომ ითამაშონ მანქანით. გამოიყენეთ ბავშვებისგან დამცავი საკეტი, რათა ბავშვებმა მანქანის მუშაობას ხელი არ შეუშალონ.
u
არ დაგავიწყდეთ ჩასატვირთი კარის დაკეტვა, როცა იმ ოთახიდან
გადიხართ, სადაც მანქანაა მოთავსებული.
u
შეინახეთ ყველა სარეცხი საშუალება და დანამატები უსაფრთხო
ადგილზე, ბავშვებისგან მიუწვდომლად, დახურეთ სარეცხი საშუალების კონტეინერი და შეფუთვა.
1.3 ელექტრო უსაფრთხოება
u
თუ პროდუქტი გამართულად არ მუშაობს, ის ექსპლუატაციაში არ
უნდა მოიყვანოთ, სანამ ლეგალიზებული მომსახურების აგენტი მას არ შეაკეთებს. დენის დარტყმის რისკი!
u
ეს პროდუქტი შექმნილია ისე, რომ ელექტროენერგიის შეწყვეტის
შემთხვევაში, მუშაობა კვლავ განაგრძოს, მისი მიწოდების შემდეგ. თუ პროგრამის გაუქმება გინდათ, იხილეთ "პროგრამის გაუქმების" ნაწილი.
u
მანქანა შეაერთეთ დამიწებულ როზეტთან, რომელიც დაცულია
16 A მცველით. ნუ უგულებელყოფთ დამიწებულ მონტაჟს, კვალიფიციური ელექტრიკოსის მიერ. ჩვენი კომპანია პასუხს არ აგებს რაიმე ზიანზე, რომელიც წარმოიშობა, როცა პროდუქტი გამოიყენება დამიწების გარეშე, ადგილობრივი დებულებების თანახმად.
სარეცხი მანქანა / მომხმარებლის სახელმძღვანელო
3 / KA
u
არ გარეცხოთ მანქანა მასზე წყლის შესხურებით ან მისხმით! დენის
დარტყმის რისკი!
u
არ შეეხოთ დენის კაბელის შტეპსელს სველი ხელებით! არ
მოქაჩოთ კაბელი მანქანის გამორთვის დროს, ყოველთვის ერთი ხელით დაიჭირეთ როზეტი და შტაპსელი ქსელიდან გამორთეთ მეორე ხელით.
u
მანქანა უნდა გამოირთოს ქსელიდან მონტაჟის, მოვლის,
გასუფთავებისა და შეკეთების პროცედურების დროს.
u
თუ დენის კაბელი დაზიანებულია, ის უნდა შეცვალოს
მწარმოებელმა ან გაყიდვების სამსახურმა ან კვალიფიცირებულმა პირმა (სასურველია ელექტრიკოსმა) ან იმპორტიორის მიერ დანიშნულმა პირმა, რათა თავიდან ავიცილოთ შესაძლო რისკები.
1.4 ცხელი ზედაპირის უსაფრთხოება
მაღალ ტემპერატურებზე რეცხვისას, ჩასატვირთი კარის მინა გაცხელდება. ამ ფაქტის გათვალისწინებით, რეცხვის დროს მოაშორეთ ბავშვები მანქანის ჩასატვირთ კარს, რათა არ შეეხონ.
4 / KA
სარეცხი მანქანა / მომხმარებლის სახელმძღვანელო
2
მნიშვნელოვანი ინსტრუქციები გარემოს დაცვის შესახებ
2.1 ელექტრონული ნარჩენების შესახებ (WEEE) დერექტივის შესაბამისობა
ეს პროდუქტი შეესაბამება დერექტივას ელექტრონული ნარჩენების შესახებ (2012/19/EU). ამ პროდუქტს აქვს ელექტრო და ელექტრონიული ნარჩენების (WEEE) სიმბოლო. ეს პროდუქტი წარმოებულია მაღალი ხარისხის ნაწილებისგან და მასალებისგან და შეიძლება იყოს გამოყენებული ხელმეორედ და ექვემდებარება გადამუშავებას. არ განათავსოთ გადასაგდები პროდუქტი საყოფაცხოვრებო
ან სხვა ნაგავთან. წაიღეთ ის ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების შეგროვების ცენტრში გადამუშავებისთვის. ასეთი შეგროვების ცენტრების შესახებ ინფორმაცია გაიგეთ ხელისუფლების ორგანოებისგან. მავნე ნივთიერებების გამოყენების შეზღუდვის (RoHS) დირექტივასთან შესაბამისობა: პროდუქტი, რომელიც თქვენ შეიძინეთ შეესაბამება მავნე ნივთიერებების გამოყენების შეზღუდვის (RoHS) დირექტივას (2011/65/EU). ის არ შეიცავს მავნე და აკრძალულ მასალებს, რომლებიც მითითებულია დირექტივაში.
2.2 ინფორმაცია შესაფუთი მასალების შესახებ
მანქანის შესაფუთი მასალები დამზადებულია ხელახლა დამუშავებადი მასალის განგარემოს ეროვნული დებულებების შესაბამისად. არ გადაყაროთ შესაფუთი მასალები ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო ან სხვა ნაგავთან ერთად. წაიღეთ შესაფუთი მასალები სპეციალურ ადგილას, რომელიც მოწყობილია ხელისუფლების ორგანოების მიერ.
3
დაგეგმილი გამოყენება
• ეს პროდუქტი შექმნილია საყოფაცხოვრებო გამოყენებისთვის. ის არ არის შექმნილი კომერციული გამოყენებისთვის და მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ დაგეგმილი მიზნებისთვის.
• პროდუქტი გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ ისეთი სარეცხის რეცხვისა და გავლებისთვის, რომელთაც შესაბამისი ნიშანი აქვთ.
• მწარმოებელი თავიდან იცილებს პასუხისმგებლობას, რომელიც არასწორი მოხმარებისა ან ტრანსპორტირების შედეგად წარმოიშობა.
• სასარგებლო მომსახურების ვადა შეადგენს 10 წელს. ამ პერიოდის განმავლობაში, ორიგინალური სათადარიგო ნაწილები სავარაუდოდ იმუშავებს გამართულად.
სარეცხი მანქანა / მომხმარებლის სახელმძღვანელო
5 / KA
4
ტექნიკური პირობები
კომისიის დელეგირებულ რეგლამენტთან (ევროკავშირი) შესაბამისი # 1061/2010
მიმწოდებლის სახელი ან სავაჭრო ნიშანი Beko
მოდელის სახელი WTV8633XB
დადგენილი ტევადობა (კგ) 8 ენერგეტიკული ეფექტურობის კლასი / სკალა A-დან +++ (ყველაზე მაღალეფექტური)
D-მდე (ყველაზე ნაკლებეფექტური) ელექტროენერგიის ყოველწლიური მოხმარება (კვ/სთ)
(1)
ელექტროენერგიის მოხმარება სტანდარტულ 60°C-იან ბამბის ქსოვილის პროგრამაზე სრული დატვირთვით მუშაობისას (კვ/სთ) ელექტროენერგიის მოხმარება სტანდარტულ 60°C-იან ბამბის ქსოვილის პროგრამაზე ნაწილობრივი დატვირთვით მუშაობისას (კვ/სთ) ელექტროენერგიის მოხმარება სტანდარტულ 40°C-იან ბამბის ქსოვილის პროგრამაზე ნაწილობრივი დატვირთვით მუშაობისას (კვ/სთ)
ელექტროენერგიის მოხმარება გამორთულ მდგომარეობაში (ვტ) 0,500
ელექტროენერგიის მოხმარება ჩართულ მდგომარეობაში დატოვების შემთხვევაში (ვტ) 0,500
წყლის ყოველწლიური მოხმარება (ლ)
(2)
ბრუნვით გაშრობის შესაძლებლობის კლასი / სკალა A-დან (ყველაზე მაღალეფექტური) G-მდე (ყველაზე ნაკლებეფექტური)
ბრუნვის მაქსიმალური სიჩქარე (ბრუნი/წუთში) 1200
დარჩენილი ტენის შემცველობა (%) 53
ბამბის ქსოვილის სტანდარტული პროგრამა
(3)
პროგრამული დრო სტანდარტულ 60°C-იან ბამბის ქსოვილის პროგრამაზე სრული დატვირთვით მუშაობისას (წთ) პროგრამული დრო სტანდარტულ 60°C-იან ბამბის ქსოვილის პროგრამაზე ნაწილობრივი დატვირთვით მუშაობისას (წთ) პროგრამული დრო სტანდარტულ 40°C-იან ბამბის ქსოვილის პროგრამაზე ნაწილობრივი დატვირთვით მუშაობისას (წთ)
ჩართულ მდგომარეობაში დატოვების ხანგრძლივობა (წთ) N/A
ჰაერში გამოყოფილი აკუსტიკური ხმაური რეცხვისას/ბრუნვისას (დბ) 56/74
ჩამონტაჟებული No
სიმაღლე (სმ) 84
სიგანე (სმ) 60
სიღრმე (სმ) 59
სუფთა წონა (±4 კგ) 68
წყლის ერთმაგი შეშვება / წყლის ორმაგი შეშვება
• ხელმისაწვდომი
ელექტროენერგიის მოხმარება (V/Hz) 230 V / 50Hz
მთლიანი დენი (A) 10
მთლიანი ელექტროენერგია (W) 2200
მთავარი მოდელის კოდი 1011
(1)
ელექტროენერგიის მოხმარება 220 სტანდარტულ რეცხვის ციკლზე დაყრდნობით, ბამბის ქსოვილის პროგრამებისთვის, 60°C-სა და 40°C-ზე, სრული და ნაწილობრივი დატვირთვით მუშაობისას, და მოხმარება დაბალი სიმძლავრის მოდელებზე. ელექტროენერგიის ეფექტური მოხმარება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გამოიყენება მოწყობილობა.
(2)
წყლის მოხმარება 220 სტანდარტულ რეცხვის ციკლზე დაყრდნობით, ბამბის ქსოვილის პროგრამებისთვის, 60°C­სა და 40°C-ზე, სრული და ნაწილობრივი დატვირთვით მუშაობისას. წყლის ეფექტური მოხმარება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გამოიყენება მოწყობილობა.
(3)
„სტანდარტული 60°C ბამბის ქსოვილის პროგრამა“ და „სტანდარტული 40°C ბამბის ქსოვილის პროგრამა“ წარმოადგენს რეცხვის სტანდარტულ პროგრამებს, რომლის შესახებ ინფორმაციაც მოცემულია ეტიკეტსა და მიკროფიშაზე; ეს პროგრამები გამოსადეგია ნორმალურად დასვრილი ბამბის ქსოვილის სარეცხისთვის და ისინი წარმოადგენენ ყველაზე ეფექტურ პროგრამებს ელექტროენერგიისა და წყლის კობინირებული მოხმარების გათვალისწინებით. ტექნიკური სპეციფიკაციების შეცვლა შეიძლება მოხდეს წინასწარი შეტყობნების გარეშე, პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
A+++
175
0,935
0,665
0,660
10559
B
ბამბა, ეკოლოგიურად
სუფთა, 60°C და 40°C
245
210
210
• / -
6 / KA
სარეცხი მანქანა / მომხმარებლის სახელმძღვანელო
4.1 ინსტალაცია
• მიმართეთ უახლოეს ლეგალიზებულ მომსახურების აგენტს თქვენი მანქანის ინსტალაციისთვის.
• მომხმარებელი პასუხისმგებელია ადგილმდებარეობის მომზადებასა და ელექტროენერგიის, ონკანის წყლისა და კანალიზაციის მონტაჟზე, მანქანის დამონტაჟების ადგილზე.
• დარწმუნდით, რომ წყლის შეშვებისა და გამოშვების შლანგები, ასევე, ელექტროენერგიის კაბელი არ არის მოკეცილი, ჩაჭედილი ან დასრესილი, პროდუქტის თავის ადგილზე მოთავსებისას, მონტაჟის ან გასუფთავების პროცედურების შემდეგ.
• დარწმუნდით, რომ პროდუქტის ინსტალაციას და ელექტროენერგიის წყაროსთან დაკავშირებას ახორციელებს ლეგალიზებული მომსახურების აგენტი. მწარმოებელი არ იქნება პასუხისმგებელი არალეგალიზებული პირის მიერ შესრულებული პროცედურების გამო წარმოქმნილ დაზიანებებზე.
• დამონტაჟებამდე, ვიზუალურად შეამოწმეთ, პროდუქტს ხომ არ აქვს რაიმე დეფექტი. თუ ასეა, ნუ დაამონტაჟებთ. დაზიანებული პროდუქტი თქვენს უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს.
4.1.1 მონტაჟისთვის შესაბამისი ადგილმდებარეობა
• მოათავსეთ პროდუქტი მაგარ და სწორ იატაკზე. არ მოათავსოთ პროდუქტი ხალიჩით დაფარულ იატაკზე ან მსგავს ზედაპირებზე.
• როცა სარეცხ მანქანას და საშრობს ერთმანეთის თავზე მოათავსებთ, მათი საერთო წონა, მთლიანი ტვირთით, დაახლოებით, 180 კგ-ს აღწევს. მოათავსეთ პროდუქტი მყარ და ბრტყელ იატაკზე, რომელსაც შესაბამისი ტვირთამწეობა აქვს!
• არ მოათავსოთ პროდუქტი ელექტროენერგიის კაბელზე.
• არ დაამონტაჟოთ პროდუქტი ისეთ გარემოში, სადაც ტემპერატურა შეიძლება 0ºC-ს ქვემოთ დაეცეს.
• დატოვეთ მინიმალური მანძილი 1 სმ მანქანასა და ავეჯს შორის.
• მრავალდონიან იატაკზე არ განათავსოთ პროდუქტი კიდეებში ან პლატფორმაზე.
• არ განათავსოთ სითბოს წყაროები, როგორიცაა ქურები, უთოები, ღუმელები და ა.შ. სარეცხ მანქანაზე და არ იყენით ისინი ზედ პროდუქტზე.
4.1.2 შეფუთვის სამაგრების მოხსნა
მანქანა უკან გადახარეთ, შეფუთვის სამაგრების მოსახსნელად. გამოქაჩეთ თასმას და მოხსენით შეფუთვის სამაგრები. არ შეასრულოთ ეს მოქმედება მარტო.
სარეცხი მანქანა / მომხმარებლის სახელმძღვანელო
7 / KA
4.1.3 ტრანსპორტირების საკეტების მოხსნა
1 მოუშვით ყველა ჭანჭიკი შესაბამისი ქანჩით სანამ ისინი თავისუფლად არ დატრიალდება. 2 მოხსენით ტრანსპორტის უსაფრთხოების ჭანჭიკები, ფრთხილად გადატრიალებით. 3 უკანა პანელის ხვრელებზე მიამაგრეთ პლასტმასის საფარები, რომელბიც მომხმარებლის
სახელმძღვანელოს ჩანთაშია მოთავსებული.
გაფრთხილება: მოხსენით ტრანსპორტირების უსაფრთხოების ჭანჭიკები სარეცხი მანქანის ამუშავებამდე!
A
C
4.1.4 წყალმომარაგების შეერთება
C
A
წინააღმდეგ შემთხვევაში, პროდუქტი დაზიანდება.
შეინახეთ ტრანსპორტირების უსაფრთხოების ჭანჭიკები დაცულ ადგილას, ხელახლა გამოსაყენებლად, როცა, მომავალში, სარეცხი მანქანის კვლავ გადატანა დაგჭირდებათ.
დაამაგრეთ ტრანსპორტის უსაფრთხოების ჭანჭიკები, მათი მოხსნის პროცედურის შესაბამისად.
არ გადაიტანოთ პროდუქტი ტრანსპორტირების უსაფრთხოების ჭანჭიკების სათანადოდ მიმაგრების გარეშე!
პროდუქტის ასამუშავებლად საჭირო წყალმომარაგების წნევა 1-დან 10 ბარამდე მერყეობს (0.1 – 1 მპა). საჭიროა, ბოლომდე მოშვებული ონკანიდან, მოედინებოდეს 10-80 ლიტრი წყალი წუთში, რათა თქვენმა მანქანამ თავისუფლად იმუშაოს. მიამაგრეთ წნევის დამწევი სარქველი, თუ წყლის წნევა უფრო მაღალია.
გაფრთხილება: მოდელები წყლის ერთი შემშვებით ცხელი წყლის ონკანს არ უნდა შეუერთდეს. ასეთ
შემთხვევაში, სარეცხი დაზიანდება ან პროდუქტი დაცვის რეჟიმში გადაირთვება და აღარ იმუშავებს.
გაფრთხილება: არ გამოიყენოთ ძველი ან ნახმარი წყლის შემშვები შლანგები, ახალ პროდუქტზე. ამან
შეიძლება სარეცხის დალაქავება გამოიწვიოს.
1 მოუჭრეთ შლანგის ქანჩებს ხელით. შემაერთებელი ქანჩის
მოჭერისას, არ გამოიყენოთ ინსტრუმენტი.
2 როდესაც შლანგის შეერთებას დაასრულებთ, შეამოწმეთ
არის თუ არა გაჟონვა შეერთების ადგილებში სრულად გახსნილი ონკანებით. გაჟონვის შემთხვევაში, ონკანი დაკეტეთ და ქანჩი მოხსენით. ხელმეორედ, ფრთხილად გამოქაჩეთ ქანჩი, ლუქის შემოწმების შემდეგ. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ წყლის გაჟონვა და ამის შედეგად მიყენებული ზიანი, დატოვეთ ონკანები დაიხურულ მდგომარეობაში, როდესაც თქვენ არ იყენებთ მანქანას.
8 / KA
სარეცხი მანქანა / მომხმარებლის სახელმძღვანელო
4.1.5 დრენაჟის შლანგის შეერთება დრენაჟთან
40 cm
100 cm
• დრენაჟის შლანგის ბოლო პირდაპირ კანალიზაციის დრენაჟის მილს, უნიტაზს ან აბაზანას უნდა შეუერთდეს.
გაფრთხილება: თქვენი სახლი დაიტბორება, თუ შლანგი გარსიდან გამოძვრება, წყლის გამოდევნის
A
• ჭუჭყიანი წყლის მანქანაში შებრუნების თავიდან ასაცილებლად და წყლის ადვილად გამოდევნისთვის, არ ჩაყოთ შლანგის ბოლო ჭუჭყიან წყალში ან არ მოათავსოთ ის დრენაჟის მილში, 15 სანტიმეტრზე მეტი სიგრძით. თუ ის ძალიან გრძელია, გადაჭერით.
• შლანგის ბოლო არ უნდა იყოს მოხრილი, მას ფეხი არ უნდა დააბიჯოთ და შლანგი არ უნდა მოყვეს დრენაჟის მილსა და მანქანას შორის.
• თუ შლანგის სიგრძე მეტისმეტად მოკლეა, გამოიყენეთ ის ორიგინალი დამაგრძელებელი შლანგის დამატებით. შლანგის სიგრძე არ შეიძლება 3.2 მ-ს აღემატებოდეს. წყლის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად, დამაგრძლებელი შლანგი დრენაჟის შლანგთან სათანადოდ უნდა იყოს შეერთებული, შესაბამისი სამაგრით, რათა არ მოძვრეს და წყალმა არ გამოჟონოს.
დროს. გარდა ამისა, არსებობს დაწვის რისკიც, რეცხვის მაღალი ტემპერატურის გამო! ასეთი სიტუაციაციების თავიდან აცილების მიზნით, დარწმუნდით, რომ მანქანა ასრულებს წყალაღების და წყლის ჩაშვების პროცესებს უპრობლემოდ, დაამაგრეთ დრენაჟის შლანგი უსაფრთხოდ.
• დაამაგრეთ დრენაჟის შლანგი მინიმუმ 40 სმ სიმაღლეზე და მაქსიმუმ 100 სმ სიმაღლეზე.
• იმ შემთხვევაში, თუ მოხდება დრენაჟის შლანგის აწევა, მისი იატაკის დონეზე ან მიწასთან ახლოს (მიწიდან 40 სმ-ზე უფრო ნაკლებ სიმაღლეზე) დების შემდეგ, წყლის გამოდევნა უფრო გართულდება და შეიძლება, სარეცხი ძალიან სველ მდგომარეობაში გამოვიდეს. ამიტომ, იხელმძღვანელეთ შესაფერისი სიმაღლისთვის მოცემული ციფრებით.
4.1.6 ფეხების რეგულირება
გაფრთხილება: იმის უზრუნველსაყოფად, რომ პროდუქტმა უფრო ჩუმად და ვიბრაციის გარეშე
A
იმუშაოს, ის სწორად და გაწონასწორებულად უნდა იდგეს თავის ფეხებზე. გააწონასწორეთ მანქანა, ფეხების რეგულირების საშუალებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროდუქტი შეიძლება ადგილიდან დაიძრას და მსხვრევისა და ვიბრაციის პრობლემები გამოიწვიოს.
გაფრთხილება: არ გამოიყენოთ არავითარი იარაღი, ჩამკეტი ქანჩების მოსაშვებად. წინააღმდეგ
შემთხვევაში, ისინი დაზიანდება.
1 ფეხებზე, ჩამკეტი ქანჩები ხელით მოუშვით. 2 დაარეგულირეთ ფეხები, სანამ მანქანა სწორად და გაწონასწორებულად არ დადგება.
3. ყველა ჩამკეტი ქანჩი კვლავ ხელით მოუჭირეთ.
სარეცხი მანქანა / მომხმარებლის სახელმძღვანელო
9 / KA
4.1.7 ელექტროენერგიის წყაროსთან შეერთება
შეაერთეთ მანქანა დამიწებულ როზეტთან, რომელიც დაცულია 16 A მცველით. ჩვენი კომპანია პასუხს არ აგებს რაიმე ზიანზე, რომელიც წარმოიშობა, როცა პროდუქტი გამოიყენება დამიწების გარეშე, ადგილობრივი დებულებების თანახმად.
• შეერთება უნდა მოხდეს ეროვნული დებულებების შესაბამისად.
• ელექტრული ქსელის გაყვანილობა უნდა იყოს საკმარისი მოწყობილობის მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის. რეკომენდირებულია დამიწების მოკლე ჩართვის გამომრთველის გამოყენება.
• ელექტროენერგიის კაბელის შტეპსელი უნდა იყოს ადვილად მისაწვდომ ადგილზე, დამონტჟების შემდეგ.
• თუ სახლში დნობადი მცველისა და ამომრთველის დამცველის მონაცემები 16 ამპერზე ნაკლებია, კვალიფიციურ ელექტრიკოსს 16 ამპერიანი დნობადი მცველი დააყენებინეთ.
• "ტექნიკურ პირობებში" მითითებული ძაბვა თქვენს ქსელის როზეტის ძაბვას უნდა უტოლდებოდეს.
• არ მოახდინოთ შეერთება დამაგრძელებლებით ან მრავალჩამრთველიანი შტეპსელით.
გაფრთხილება: დაზიანებული მაღალი ძაბვის კაბელები ლეგალიზებული მომსახურების აგენტმა უნდა
B
გამოცვალოს.
4.1.8 პირველადი გამოყენება
სანამ პროდუქტის გამოყენებას დაიწყებთ, დარწმუნდით, რომ ყველა მომზადება შესრულებულია "უსაფრთხოების და გარემოს დაცვის მნიშვნელოვანი ინსტრუქციებისა" და "მონტაჟის" ნაწილის ინსტრუქციების შესაბამისად. იმისათვის, რომ პროდუქტი სარეცხის გასარეცხად მოამზადოთ, შეასრულეთ პირველი ოპერაცია ცილინდრის გასუფთავების პროგრამაში. ეს პროგრამა არ არის ხელმისაწვდომი თქვენს მანქანაში, გამოიყენეთ მეთოდი, რომელიც აღწერილი ნაწილში
4.4.2.
გამოიყენეთ სარეცხი მანქანისთვის შესაფერისი მინადუღის საწინააღმდეგო საშუალება.
C
მანქანაში შეიძლება წყალი დარჩენილი იყოს პროდუქტის ხარისხის კონტროლის პროცესის გამო. ეს მანქანისთვის საზიანო არ არის.
10 / KA
სარეცხი მანქანა / მომხმარებლის სახელმძღვანელო
4.2 მომზადება
4.2.1 სარეცხის დახარისხება
* დაახარისხეთ სარეცხი ქსოვილის ტიპის, ფერისა და დაბინძურების ხარისხის, ასევე, წყლის
დასაშვები ტემპერატურის შესაბამისად.
* ყოველთვის ისარგებლეთ ტანსაცმლის იარლიყზე მითითებული ინსტრუქციით.
4.2.2 სარეცხის მომზადება რეცხვისთვის
• სარეცხი ლითონის დეტალებით, როგორიცაა, ბიუზჰალტერები, ქამრის ბალთები თუ ლითონის ღილები, მანქანას აზიანებს. მოხსენით ლითონის დეტალები ან ტანსაცმელი სარეცხის ჩანთაში ან ბალიშის პირში ჩადებული გარეცხეთ.
• ჯიბეებიდან ამოიღეთ ისეთი ნივთები, როგორიცაა მონეტები, კალმები და ქაღალდის სამაგრები, ჯიბეები გადმოაბრუნეთ და ჯაგრისით გაწმინდეთ. ასეთმა საგნებმა შეიძლება დააზიანოს პროდუქტი, ან გამოიწვიოს ხმაური.
• პატარა ზომის ტანსაცმელი, როგორიცაა, ბავშვის ან ნეილონის წინდები, სარეცხის ჩანთაში ან ბალიშის პირში ჩადებული გარეცხეთ.
• მოათავსეთ ფარდები მანქანაში, შეკუმშვის გარეშე. მოხსენით ფარდის სამაგრები.
• შეკარით ელვა-შესაკრავები, მიაკერეთ მოშვებული ღილები და შეაკეთეთ გარღვეული და გახეული ადგილები.
• პროდუქტი, რომელსაც აქვს იარლიყი, "მანქანით რეცხვისთვის" ან "ხელით რეცხვისთვის," გარეცხეთ მხოლოდ შესაბამისი პროგრამით.
• არ გარეცხოთ ფერადი და თეთრი ქსოვილი ერთად. ახალი, მუქი ფერის ბამბის ქსოვილი ბევრ საღებავს გამოყოფს. ისინი ცალკე გარეცხეთ.
• ღრმად ჩამჯდარ ლაქებს, რეცხვამდე, სათანადო ზომების მიღება სჭირდება. თუ დარწმუნებული არ ხართ, სცადეთ ქიმწმენდის საშუალებით.
• ყოველთვის გამოიყენეთ მხოლოდ მანქანის რეცხვისთვის შესაფერისი საღებავის/ფერის შემცვლელები და მინადუღის მოსაშორებლები. ყოველთვის ისარგებლეთ შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქციით.
• შარვლები და დელიკატური ქსოვილები უკუღმა გადმობრუნებული გარეცხეთ.
• ანგორის შალისგან დამზადებული გასარეცხი ნივთები, გარეცხვამდე, გასაყინ კამერაში მოათავსეთ. ეს ბეწვის გაცვენას შეამცირებს.
• სარეცხი, რომელიც დასვრილია ისეთი ნივთიერებებით, როგორიცაა, ფქვილი, კირის მტვერი, რძის ფხვნილი და ა. შ., ძლიერად უნდა დაფერთხოთ, სანამ მანქანაში მოათავსებთ. ასეთი მტვერი თუ ფხვნილი, სარეცხიდან, დროთა განმავლობაში, შეიძლება მანქანის შიდა ნაწილებში ჩაჯდეს და მისი დაზიანება გამოიწვიოს.
4.2.3 რა უნდა გაკეთდეს ელექტროენერგიის დასაზოგად
შემდეგი ინფორმაცია დაგეხმარებათ, გამოიყენოთ პროდუქტი ეკოლოგიურად და ელექტროენერგიის დაზოგვით.
• ამუშავეთ პროდუქტი უმაღლესი სიმძლავრით, რის საშუალებასაც თქვენ მიერ არჩეული პროგრამა იძლევა, მაგრამ არ გადააჭარბოთ; იხილეთ "პროგრამისა და გამოყენების ტაბულა". იხილეთ "პროგრამისა და გამოყენების ტაბულა"
• ყოველთვის ისარგებლეთ სარეცხი საშუალების შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქციით.
• მსუბუქად დასვრილი სარეცხი დაბალ ტემპერატურაზე გარეცხეთ.
• გამოიყენეთ უფრო სწრაფი პროგრამები მცირე ოდენობით მსუბუქად დასვრილი სარეცხის გასარეცხად.
• არ გამოიყენოთ წინასწარი რეცხვა და მაღალი ტემპერატურა, ისეთი სარეცხისთვის, რომელიც არ არის ძალიან დასვრილი ან დალაქავებული.
• თუ თქვენი სარეცხის საშრობში გაშრობას გეგმავთ, აირჩიეთ ბრუნვის ყველაზე მაღალი სიჩქარე, რომელიც რეკომენდებულია რეცხვის პროცესში.
• არ გამოიყენოთ სარეცხი საშუალება რეკომენდებულზე მეტი რაოდენობით ვიდრე შეფუთვაზეა მითითებული.
სარეცხი მანქანა / მომხმარებლის სახელმძღვანელო
11 / KA
4.2.4 სარეცხის მოთავსება
1
3
2
1. გახსენით სარეცხის თავსახური.
2. ჩადეთ გასარეცხი ნივთები მანქანაში თავისუფალად.
3. დააჭირეთ და ჩაკეტეთ ჩასატვირთი კარი სანამ არ გაიგებთ ჩაკეტვის ხმას. დარწმუნდით, რომ კარში რომელიმე ნივთი არ მოყოლილა. ჩასატვირთი კარი დაკეტილია, როცა პროგრამა მუშაობს. კარის გაღება შესაძლებელია პროგრამის დასრულებიდან ცოტა ხნის შემდეგ.
4.2.5 ტვირთის სწორი მოცულობა
ტვირთის მაქსიმალური მოცულობა დამოკიდებულია სარეცხის ტიპზე, დაბინძურების ხარისხსა და რეცხვის სასურველ პროგრამაზე. მანქანა ავტომატურად არეგულირებს წყლის რაოდენობას, მასში ჩატვირთული სარეცხის წონის შესაბამისად.
გაფრთხილება: ისარგებლეთ "პროგრამისა და მოხმარების ტაბულაში" მოცემული ინფორმაციით.
A
ზედმეტი ტვირთის შემთხვევაში, მანქანის რეცხვის ეფექტურობა ეცემა. გარდა ამისა, შეიძლება წარმოიშვას ხმაურისა და ვიბრაციის პრობლემები.
4.2.6 სარეცხი საშუალებისა და ქსოვილის დამარბილებლის გამოყენება
როცა იყენებთ სარეცხ საშუალებას, დამარბილებელს, სახამებელს, ქსოვილის საღებავს, მათეთრებელს და გამაუფერებელს, მინადუღის მოსაშორებელს; ყოველთვის ყურადღებით წაიკითხეთ სარეცხი საშუალების
C
შეფუთვაზე მითითებული მწარმოებლის ინსტრუქცია და ისარგებლეთ დოზების მაჩვენებლებით. შეძლებისდაგვარად გამოიყენეთ საზომი ფინჯანი.
სარეცხი საშუალების უჯრა სამი განყოფილებისგან შედგება:
- (1) წინასწარი რეცხვისთვის
- (2) მთავარი რეცხვისთვის – (3) დამარბილებლისთვის – ( ) გარდა ამისა, დამარბილებლის განყოფილებაში არის სიფონის ნაწილი.
სარეცხი საშუალება, დამარბილებელი და სხვა გასასუფთავებელი ნივთიერება
• დაუმატეთ სარეცხი საშუალება და დამარბილებელი, რეცხვის პროგრამის ჩართვამდე.
• სარეცხი ციკლის მიმდინარეობისას არ დატოვოთ გახსნილი სარეცხი საშუალების გამანაწილებელი!
• როცა პროგრამას წინასწარი რეცხვის გარეშე იყენებთ, არ ჩაყაროთ სარეცხი საშუალება წინასწარი რეცხვის განყოფილებაში (განყოფილება ნომერი „1“).
• პროგრამაში წინასწარი რეცხვით, არ ჩაასხათ თხევადი სარეცხი საშუალება წინასწარი რეცხვის განყოფილებაში (განყოფილება ნომერი „1“).
• არ აირჩიოთ პროგრამა წინასწარი რეცხვით, თუ იყენებთ სარეცხი საშუალების ჩანთას ან გამანაწილებელ ბუშტს. მოათავსეთ სარეცხი საშუალების ჩანთა ან გამანაწილებელი ბუშტი პირდაპირ სარეცხს შორის, მანქანაში.
თუ თხევად სარეცხ საშუალებას იყენებთ, არ დაგავიწყდეთ, მოათავსოთ თხევადი სარეცხი
საშუალების კონტეინერი მთავარი რეცხვის განყოფილებაში (განყოფილება ნომერი "2").
12 / KA
სარეცხი მანქანა / მომხმარებლის სახელმძღვანელო
სარეცხი საშუალების ტიპის არჩევა
2
გამოსაყენებელი სარეცხის საშუალების ტიპი დამოკიდებულია ქსოვილის ტიპსა და ფერზე.
• გამოიყენეთ სხვადასხვა სარეცხი საშუალება ფერადი და თეთრი სარეცხისთვის.
• გარეცხეთ დელიკატური ტანსაცმელი მხოლოდ სპეციალური სარეცხი საშუალებით (თხევადი სარეცხი საშუალება, შალის ქსოვილის შამპუნი და ა. შ.), რომელიც მხოლოდ დელიკატური ქსოვილისთვის გამოიყენება.
• მუქი ფერის ტანსაცმლის ან ჭრელი საბნების რეცხვისას, რეკომენდებულია თხევადი სარეცხი საშუალების გამოყენება.
• შალის ქსოვილი გარეცხეთ სპეციალურად შალის ქსოვილისთვის შექმნილი სარეცხი საშუალებით.
გაფრთხილება: გამოიყენეთ მხოლოდ სპეციალურად სარეცხი მანქანისთვის დამზადებული სარეცხი
A
სარეცხი საშუალების რაოდენობის რეგულირება გამოსაყენებელი სარეცხი საშუალების რაოდენობა დამოკიდებულია სარეცხის რაოდენობაზე, დაბინძურების ხარისხსა და წყლის სიხისტეზე.
• არ გამოიყენოთ სარეცხი საშუალება იმაზე მეტი ოდენობით, ვიდრე მითითებულია სარეცხი საშუალების შეფუთვაზე, რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი ქაფის, არასაკმარისი გავლების, ფინანსური დაზოგვისა და, ბოლოს, გარემოს დაცვის პრობლემები.
• გამოიყენეთ უფრო ნაკლები სარეცხი საშუალება მცირე ოდენობით ან მსუბუქად დასვრილი ტანსაცმლისთვის.
დამარბილებლების გამოყენება
ჩაასხით დამარბილებელი სარეცხი საშუალების უჯრის დამარბილებლის განყოფილებაში.
• არ გადააჭარბოთ დამარბილებლის განყოფილებაში მონიშნულ (>მაქს<) დონეს.
• თუ დამარბილებელს თხევადობა დაკარგული აქვს, სარეცხი საშუალების უჯრაში ჩასხმამდე, ის წყალში გააზავეთ.
თხევადი სარეცხი საშუალებების გამოყენება თუ პროდუქტს აქვს თხევადი სარეცხი საშუალების ფინჯანი:
თუ პროდუქტს არა აქვს თხევადი სარეცხი საშუალების ფინჯანი:
• პროგრამაში წინასწარი რეცხვით, არ გამოიყენოთ თხევადი სარეცხი საშუალება, წინასწარი რეცხვისთვის.
• თხევადი სარეცხი საშუალებები ალაქავებს თქვენს ტანსაცმელს შეყოვნებული დაწყების ფუნქციის გამოყენებისას. თუ შეყოვნებული დაწყების ფუნქციის არჩევას აპირებთ, არ გამოიყენოთ თხევადი სარეცხი საშუალება.
სარეცხი საშუალების გელისა და ტაბლეტების გამოყენება
• თუ სარეცხი გელის სისქე სითხისებრია და თქვენს მანქანას არა აქვს სპეციალური თხევადი სარეცხი საშუალების ფინჯანი, ჩაასხით სარეცხი გელი მთავარი რეცხვის სარეცხი საშუალების განყოფილებაში, წყლის პირველი შეშვების განმავლობაში. თუ თქვენს მანქანას ქვს თხევადი სარეცხი საშუალების ფინჯანი, ჩაასხით სარეცხი საშუალება ამ ფინჯანში, პროგრამის დაწყებამდე.
• თუ სარეცხი გელის სისქე სითხისებრი არ არის ან მას აქვს თხევადი კაფსულების ფორმა, ის პირდაპირ ცილინდრში მოათავსეთ, რეცხვის დაწყებამდე.
• მოათავსეთ სარეცხი საშუალების ტაბლეტები მთავარი რეცხვის განყოფილებაში (განყოფილება ნომერი "2") ან პირდაპირ ცილინდრში, რეცხვის დაწყებამდე.
საშუალება.
გაფრთხილება: არ გამოიყენოთ საპნის ფხვნილი.
მოათავსეთ თხევადი სარეცხი საშუალების კონტეინერი განყოფილებაში ნომერი "2".
თუ თხევად სარეცხ საშუალებას თხევადობა დაკარგული აქვს, სარეცხი საშუალების კონტეინერში ჩასხმამდე, ის წყალში გააზავეთ.
სარეცხი მანქანა / მომხმარებლის სახელმძღვანელო
13 / KA
სახამებლის გამოყენება
• მოათავსეთ თხევადი სოდა, სოდის ფხვნილი ან ქსოვილისი საღებავი დამარბილებელის კონტეინერში.
არ გამოიყენოთ დამარბილებელი და სახამებელი ერთად, რეცხვის ციკლის დროს. სახამებლის გამოყენების შემდეგ, მანქანის შიდა ნაწილი სველი და სუფთა ქსოვილით
გაწმინდეთ.
მინადუღის მოსაშორებლის გამოყენება
• როცა საჭიროა, გამოიყენეთ მინადუღის მოსაშორებელი, რომელიც მხოლოდ სპეციალურად სარეცხი მანქანისთვისაა დამზადებული.
მათეთრებლის გამოყენება
დაამატეთ მათეთრებელი ნივთიერება, რეცხვის დასაწყისში, როცა ირჩევთ პროგრამას
წინასწარი რეცხვით. არ მოათავსოთ სარეცხი საშუალება წინასწარი რეცხვისთვის განსაზღვრულ განყოფილებაში. როგორც დამატებითი გამოყენება, აირჩიეთ პროგრამა დამატებითი გავლებით და დაამატეთ მათეთრებელი ნივთიერება, სანამ მანქანა წყალს იღებს, სარეცხი საშუალების განყოფილებიდან, გავლების პირველ საფეხურზე.
• ნუ გამოიყენებთ მათეთრებელ ნივთიერებასა და სარეცხ საშუალებას, ერთმანეთში შერევით.
• გამოიყენეთ მცირე რაოდენობით (დაახლ. 50 მლ) მათეთრებელი ნივთიერება და კარგად გაავლეთ ტანსაცმელი, რადგან ის კანის გაღიზიანებას იწვევს. არ დაასხათ მათეთრებელი ნივთიერება სარეცხს და არ გამოიყენოთ ის ფერადი ნივთებისთვის.
• როცა იყენებთ გამაუფერულებელს ჟანგბადის დაფუძნებულზე, აირჩიეთ პროგრამა, რომელიც რეცხავს სარეცხს დაბალ ტემპერატურაზე.
• ჟანგბადის დაფუძნებულზე გამაუფერულებლის გამოყენება შეიძლება სარეცხ საშუალებასთან ერთად; თუმცა, თუ ის არ არის ერთი კონსისტენციის, ჯერ მოათავსეთ სარეცხი საშუალება განყოფილებაში ნომერი "2" სარეცხი საშუალების გამანაწილებელში და დაელოდეთ სანამ მანქანა ჩამორეცხავს სარეცხ საშუალებას წყლის აღების დროს. სანამ მანქანა წყალს შიგნით უშვებს, დაამატეთ გამაუფერულებელი იმავე განყოფილებაში.
14 / KA
სარეცხი მანქანა / მომხმარებლის სახელმძღვანელო
4.2.7 მინიშნებები ეფექტური რეცხვისთვის
ღია ფერის და
თეთრი სარეცხი
(რეკომენდებული ტემპერატურის დიაპაზონი დამოკიდებულია დაბინძურების დონეზე: 40-90 oC)
შეიძლება საჭირო იყოს ლაქების წინასწარი დამუშავება ან წინასწარი რეცხვის შესრულება.
ძალიან ჭუჭყიანი
(ძნელად ამოსაყვანი ლაქები, როგორიცაა ბალახი, ყავა, ხილი და სისხლი.)
ზომიერად ჭუჭყიანი
დაბინძურების დონე
(მაგალითად, სხეულის ლაქები საყელოსა და მანჟეტებზე)
მსუბუქად დასვრილი
(აშკარა ლაქების გარეშე.)
თეთრი სარეცხისთვის რეკომენდებული ფხვნილები და თხევადი სარეცხი საშუალება შეიძლება გამოყენებულ იქნას ძალიან დასვრილი ტანსაცმლისთვის რეკომენდებული დოზებით. რეკომენდებულია სარეცხი ფხვნილების გამოყენება თიხისა და მიწის ლაქების და ასევე, ისეთი ლაქების ამოსაყვანად, რომლებიც მგრძნობიარეა მათეთრებლების მიმართ.
თეთრი სარეცხისთვის რეკომენდებული ფხვნილები და თხევადი სარეცხი საშუალება შეიძლება გამოყენებულ იქნას ზომიერად დასვრილი ტანსაცმლისთვის რეკომენდებული დოზებით.
თეთრი სარეცხისთვის რეკომენდებული ფხვნილები და თხევადი სარეცხი საშუალება შეიძლება გამოყენებულ იქნას მსუბუქად დასვრილი ტანსაცმლისთვის რეკომენდებული დოზებით.
ფერადი შავი/მუქი ფერის
(რეკომენდებული ტემპერატურის დიაპაზონი დამოკიდებულია დაბინძურების დონეზე: ცივი -40 oC)
ფერადი სარეცხისთვის რეკომენდებული ფხვნილები და თხევადი სარეცხი საშუალება შეიძლება გამოყენებულ იქნას ძალიან დასვრილი ტანსაცმლისთვის რეკომენდებული დოზებით. რეკომენდებულია სარეცხი ფხვნილების გამოყენება თიხისა და მიწის ლაქების და ასევე, ისეთი ლაქების ამოსაყვანად, რომლებიც მგრძნობიარეა მათეთრებლების მიმართ. გამოიყენეთ სარეცხი საშუალება მათეთრებლის გარეშე.
ფერადი სარეცხისთვის რეკომენდებული ფხვნილები და თხევადი სარეცხი საშუალება შეიძლება გამოყენებულ იქნას ზომიერად დასვრილი ტანსაცმლისთვის რეკომენდებული დოზებით. უნდა გამოიყენოთ სარეცხი საშუალებები, რომლებიც არ შეიცავს მათეთრებელს.
ფერადი სარეცხისთვის რეკომენდებული ფხვნილები და თხევადი სარეცხი საშუალება შეიძლება გამოყენებულ იქნას მსუბუქად დასვრილი ტანსაცმლისთვის რეკომენდებული დოზებით. უნდა გამოიყენოთ სარეცხი საშუალებები, რომლებიც არ შეიცავს მათეთრებელს.
ტანსაცმელი
(რეკომენდებული ტემპერატურის დიაპაზონი დამოკიდებულია დაბინძურების დონეზე: ცივი -40 oC)
თხევადი სარეცხი საშუალებები, რომლებიც შესაფერისია ფერადი და მუქი ფერის ტანსაცმლისთვის, შეიძლება გამოყენებულ იქნას ძალიან დასვრილი ტანსაცმლისთვის რეკომენდებული დოზებით.
თხევადი სარეცხი საშუალებები, რომლებიც შესაფერისია ფერადი და მუქი ფერის ტანსაცმლისთვის, შეიძლება გამოყენებულ იქნას ზომიერად ჭუჭყიანი ტანსაცმლისთვის რეკომენდებული დოზებით.
თხევადი სარეცხი საშუალებები, რომლებიც შესაფერისია ფერადი და მუქი ფერის ტანსაცმლისთვის, შეიძლება გამოყენებულ იქნას მსუბუქად დასვრილი ტანსაცმლისთვის რეკომენდებული დოზებით.
დელიკატური/
შალის/აბრეშუმის
ქსოვილი
(რეკომენდებული ტემპერატურის დიაპაზონი დამოკიდებულია დაბინძურების დონეზე: ცივი -30 oC)
უპირატესობა მიანიჭეთ დელიკატური ქსოვილისთვის დამზადებულ თხევად სარეცხ საშუალებებს. შალისა და აბრეშუმის ტანსაცმელი შალის სარეცხი სპეციალური საშუალებით უნდა გაირეცხოს.
უპირატესობა მიანიჭეთ დელიკატური ქსოვილისთვის დამზადებულ თხევად სარეცხ საშუალებებს. შალისა და აბრეშუმის ტანსაცმელი შალის სარეცხი სპეციალური საშუალებით უნდა გაირეცხოს.
უპირატესობა მიანიჭეთ დელიკატური ქსოვილისთვის დამზადებულ თხევად სარეცხ საშუალებებს. შალისა და აბრეშუმის ტანსაცმელი შალის სარეცხი სპეციალური საშუალებით უნდა გაირეცხოს.
სარეცხი მანქანა / მომხმარებლის სახელმძღვანელო
15 / KA
4.3 პროდუქტის ექსპლუატაცია
4.3.1 მართვის პულტი
1
2
3 4 5 6
7 8
Lingerie
Shirts
StainExpert
Dark Care
Outdoor
Down Wear
Rinse
Jeans
Sports
16
Cottons
Cottons Eco
Synthetics
Daily Xpress
Xpress Super Short
Mix 40
Woollens
Hand Wash
Gentle Care
Spin+Drain
20°
15
1 - პროგრამის არჩევის ღილაკი 2 - ტემპერატურის დონის ნათურა 3 - ბრუნვის დონის მისათითებელი ნათურა 4 - ხანგრძლივობის საინფორმაციო ეკრანი 5 - ბავშვებისგან დამცავი საკეტის გააქტიურების ნატურა 6 - დასრულების დროის პარამეტრების ღილაკი 7 - კარის საკეტის გააქტიურების ნატურა 8 - პროგრამის შემდგომი შესრულების მისათითებელი ნათურა
WTV8633XB
Start / Pause
Anti­Crease+
End
Spin
Wash Time
Delay
10
1200
1000
800
600
Quick Wash
PrewashTemp.
Spin
Extra Rinse
11121314
9 - ჩართვა/გამორთვის ღილაკი 10 - დაწყების/პაუზის ღილაკი 11 - დამატებითი ფუნქციების ღილაკები 3 12 - დამატებითი ფუნქციების ღილაკები 2 13 - დამატებითი ფუნქციების ღილაკები 1 14 - ბრუნვის სიჩქარის რეგულირების ღილაკი 15 - ტემპერატურის რეგულირების ღილაკი 16 - პროგრამის არჩევის მისათითებელი ნათურა
9
16 / KA
სარეცხი მანქანა / მომხმარებლის სახელმძღვანელო
4.3.2 პროგრამისა და გამოყენების ტაბულა
KA
36
დამატებითი ფუნქციები
პროგრამა
ტემპერატურის
არჩევითი
დიაპაზონი °C
მაქს. ტვირთი (კგ)
წყლის მოხმარება (1)
ელექტროენერგიის
მოხმარება (კვ/სთ)
მაქს. სიჩქარე***
Prewash
Quick Wash
Extra Rinse
დაჭმუჭნის
საწინააღმდეგო +
90 8 96 2,35 1200 ცივი-90
Cottons
60 8 96 1,75 1200 ცივი-90 40 8 94 0,95 1200 ცივი-90 20 8 94 0,35 1200 ცივი-90
60** 8 52 0,935 1200 ცივი-60
Cottons Eco
60** 4 45,5 0,665 1200 ცივი-60 40** 4 44,5 0,660 1200 ცივი-60
Synthetics
60 3 67 1,35 1200 ცივი-60 40 3 65 0,95 1200 ცივი-60 90 8 68 2,15 1200 ცივი-90
Daily Xpress / Xpress Super Short
60 8 68 1,15 1200 ცივი-90 30 8 68 0,20 1200 ცივი-90
Daily Xpress / Xpress Super Short + Quick Wash
90 2 40 0,15 1200
ცივი-30 Mix 40 40 3 74 0,88 800 ცივი-40 Woollens / Hand Wash 40 1,5 55 0,45 1200 ცივი-40 Gentle Care 40 3,5 48 0,65 800 ცივი-40 Down Wear 60 2 78 0,90 1000 ცივი-60 Outdoor / Sports 40 3,5 51 0,40 1200 ცივი-40 Dark Care / Jeans 40 3 75 0,85 1200 * ცივი-40 StainExpert 60 4 80 1,62 1200 30-60 Shirts 60 3 60 1,10 800 ცივი-60 Hygiene+ 90 8 122 2,20 1200 * 20-90 Lingerie 30 1 70 0,30 600 * ცივი-30 ცილინდრის გაწმენდა 90 - 70 2,25 600 90
: არჩევითი. * : ავტომატურად არჩეული, გაუქმების გარეშე. ** : ენერგოეფექტურობის მარკირების პროგრამა (EN 60456 Ed.3 ) *** : თუ პროდუქტის ბრუნვის მაქსიმალური სიჩქარე ამ მონაცემზე უფრო დაბალია, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ მხოლოდ მაქსიმუმამდე ბრუნვის სიჩქარე.
- : იხილეთ პროგრამის აღწერილობა მაქსიმალური წონისთვის.
** "ბამბა ეკონომიური 40°C" და "ბამბა ეკონომიური 60°C" წარმოადგენს სტანდარტულ პროგრამებს. ეს პროგრამები ცნობილია, როგორც "40°C ბამბის სტანდარტული პროგრამა" და "60°C ბამბის სტანდარტული პროგრამა", რომლებიც აღნიშნულია სიმბოლოებით, პანელზე.
სარეცხი მანქანა / მომხმარებლის სახელმძღვანელო
17 / KA
დამხმარე ფუნქციები, ტაბულაში, შეიძლება თქვენი პროდუქტის მოდელის მიხედვით იცვლებოდეს.
C
სიდიდეები სინთეთიკის პროგრამებისთვის (KA)
წყლისა და ელექტროენერგიის მოხმარება შეიძლება შეიცვალოს წყლის წნევის, წყლის სიხისტისა და ტემპერატურის, გარეთა ტემპერატურის, სარეცხის ტიპისა და რაოდენობის, დამხმარე ფუნქციებისა და ბრუნვის სიჩქარის არჩევისა და ელექტროენერგიის ძაბვის მიხედვით.
პროგრამის არჩევისას თქვენ შეგიძლიათ, მანქანის ეკრანზე დაინახოთ რეცხვის დრო. თქვენ მიერ მანქანაში ჩატვირთული სარეცხის რაოდენობიდან გამომდინარე, შეიძლება იყოს 1-1.5 საათიანი სხვაობა ეკრანზე ნაჩვენებ დროსა და რეცხვის ციკლის ფაქტიურ ხანგრძლივობას შორის. ხანგრძლივობა ავტომატურად განახლდება რეცხვის დაწყების შემდეგ. დამატებითი ფუნქციის არჩევის რეჟიმები შეიძლება შეიცვალოს მწარმოებელი კომპანიის მიერ. არსებული არჩვის რეჟიმები შეიძლება წაიშალოს და ახალი არჩევის რეჟიმები დაემატოს.
"მწარმოებელი იტოვებს უფლებას შეიტანოს ცვლილებები პროგრამებში და დამხმარე ფუნქციებში, რომლებიც მოცემულია ცხრილში. მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებები არ შეეხება პროდუქტის წარმადობას, პროგრამის ნაბიჯები და ხანგრძლივობა შეიძლება შეიცვალოს."
დარჩენილი ტენის
შემცველობა (%)**
≤ 1000 ბრუნი წუთში > 1000 ბრუნი წუთში
ტვირთი (კგ)
სინთეტიკა 60 3 67 1,35
სინთეტიკა 40 3 65 0,95
*თქვენ შეგიძლიათ, მანქანის ეკრანზე დაინახოთ თქვენ მიერ არჩეული პროგრამის რეცხვის დრო. შესაძლებელია, რომ ეკრანზე ნაჩვენებ დროსა და რეცხვის რეალურ დროს შორის მცირე სხვაობა იყოს.
**დარჩენილი ტენის შემცველობა შეიძლება განსხვავდებოდეს არჩეული ბრუნვის სიჩქარის შესაბამისად.
წყლის მოხმარება
(l)
ელექტროენერგიის
მოხმარება (კვ/სთ)
პროგრამის
ხანგრძლივობა
(წთ)*
115/150 45 40
115/150 45 40
დარჩენილი ტენის
შემცველობა (%)**
4.3.3 პროგრამის არჩევა
1 განსაზღვრეთ სარეცხის ტიპის, რაოდენობისა და დაბინძურების დონისთვის შესაფერისი
პროგრამა, ქვემოთ მოცემული "პროგრამისა და გამოყენების ტაბულის" შესაბამისად.
პროგრამები შეზღუდულია ბრუნვის უმაღლესი სიჩქარით, რომელიც ქსოვილის კონკრეტულ ტიპს შეესაბამება.
C
2 აირჩიეთ სასურველი პროგრამა პროგრამის შერჩევის ღილაკით.
პროგრამის შერჩევისას, ყოველთვის გაითვალისწინეთ ქსოვილის ტიპი, ფერი, დაბინძურების ხარისხი და წყლის დასაშვები ტემპერატურა.
ყოველთვის აირჩიეთ შესაბამისი ყველაზე დაბალი საჭირო ტემპერატურა. რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით მეტი ელექტროენერგია იხარჯება.
4.3.4 პროგრამები
Cottons Eco (
გამოიყენეთ ზომიერად დასვრილი, გამძლე ბამბის თეთრეულის რეცხვისთვის. მიუხედავად იმისა, რომ რეცხვის პროცესი ამ პროგრამაში უფრო ხანგრძლივია ვიდრე სხვა პროგრამებში, ის უზრუნველყოფს ელექტროენერგიისა და წყლის მაღალ ეკონომიურობას. წყლის ფაქტიური ტემპერატურა შეიძლება განსხვავდებოდეს განცხადებული ტემპერატურისგან. თუ სარეცხის ნაკლებ ოდენობას ჩატვირთავთ მანქანაში (მაგ.: ½ ან უფრო ნაკლებ მოცულობას), პროგრამის ხანგრძლივობა შეიძლება ავტომატურად შემცირდეს. ამ შემთხვევაში, ელექტროენერგიისა და წყლის მოხმარება კიდევ უფრო შემცირდება, რაც უფრო ეკონომიური რეცხვას უზრუნველყოფს.
18 / KA
ბამბა ეკონომიური)
სარეცხი მანქანა / მომხმარებლის სახელმძღვანელო
Cottons (
ბამბის ქსოვილი)
ამ პროგრამით თქვენ შეგიძლიათ გარეცხოთ თქვენი ბამბის სარეცხი (ზეწარი, თეთრეული, პირსახოცები, საბანაო ხალათები, საცვლები და სხვა.) ხანგრძლივი რეცხვის რეჟიმში. როცა სწრაფი+ რეცხვის ფუნქციის კლავიშს დააჭერთ, პროგრამის ხანგრძლივობა შესამჩნევად შემცირდება, მაგრამ რეცხვის ეფექტურობა შენარჩუნდება რეცხვის ინტენიური მოძრაობების გამო. თუ სწრაფი+ რეცხვის ღილაკს არ დააჭერთ იქნება უზუნველყოფილი ძალიან ჭუჭყიანი სარეცხის რეცხვისა და გავლების საუკეთესო ხარისხი.
Synthetics (
სინთეტიკა)
ამ პროგრამით თქვენ შეგიძლიათ გარეცხოთ თქვენი სარეცხი (როგოროცაა მაგალითად: ბერანგები, ბლუზები, სინთეტიკისა და ბამბის ნარევი ქსოვილები და ა. შ.). პროგრამის ხანგრძლივობა შესამჩნევად შემცირდება და რეცხვის მაღალი ეფექტურობა გარანტირებულია. თუ სწრაფი+ რეცხვის ღილაკს არ დააჭერთ იქნება უზუნველყოფილი ძალიან ჭუჭყიანი სარეცხის რეცხვისა და გავლების საუკეთესო ხარისხი.
Woollens / Hand Wash (
შალი / ხელით რეცხვა)
გამოიყენეთ ეს პროგრამა თქვენი შალის/დელიკატური სარეცხისთვის. აირჩიეთ შესაბამისი ტემპერატურა, როგორც მითითებულია თქვენი ტანსაცმლის იარლიყზე. თქვენი სარეცხი ძალიან მსუბუქ რეჟიმში გაირეცხება, რათა ტანსაცმელი არ დაზიანდეს.
ამ მანქანის შალის ქსოვილის რეცხვის რეჟიმი შემოწმებული და დამტკიცებულია "Woolmark Company"-ის მიერ, შალის ტანსაცმლის რეცხვისთვის, იმ პირობით, თუ ტანსაცმელი გაირეცხება მის ეტიკეტზე მითითებული და ამ სარეცხი მანქანის მწარმოებლის მიერ დადგენილი ინსტრუქციის თანახმად. M1325 "გაერთიანებულ სამეფოში, ირლანდიაში, ჰონგკონგსა და ინდოეთში "Woolmark"-ის სავაჭრო ნიშანი სერტიფიცირების სავაჭრო ნიშანს წარმოადგენს."
• Hygiene+ (ანტიალერგიული+)
ეს არის პროგრამა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ სარეცხისთვის, რომელიც საჭიროებს ანტიალერგიულ და ჰიგიენურ რეცხვას მაღალ ტემპერატურაზე ინტენსიური და ხანგრძლივი რეცხვის ციკლით. ჰიგიენის უფრო მაღალ დონეს უზრუნველყოფს გაცხელების უფრო ხანგრძლივი დრო და გავლების დამატებითი საფეხური.
•პროგრამა ტესტირებულია "VDE" ინსტიტუტის მიერ 20°C ტემპერატურაზე და იყო სერტიფიცირებული ბაქტერიების და ობის ეფექტური აღმოფხვრის თვალსაზრისით.
•პროგრამა ტესტირებულია "The British Allergy Foundation" (Allergy UK) მიერ 60°C ტემპერატურაზე და იყო სერტიფიცირებული ალერენების და ასევე ბაქტერიების და ობის ეფექტური აღმოფხვრის თვალსაზრისით.
Allergy UK არის ბრიტანული ალერგიის ფონდის სახელი. ხარისხის ნიშანი შექმნილია იმისთვის, რომ მისცეს ადამიანებს საჭირო რეკომენდაცია პროდუქტის შესახებ, რომელიც ზღუდავს/ამცირებს/ აშორებს ალერგენებს ან ამცირებს ალერგენების რაოდენობას გარემოში, სადაც ცხოვრობენ ალერგიული პაციენტები. მისი მიზანია დაუმტკიცოს ადამიანებს, რომ პროდუქტი სპეციალურად ტესტირებულია ან განხილულია და მიღებულია გაზომვადი შედეგი.
• Dark Care / Jeans (მუქი ტანსაცმელი / ჯინსი)
გამოიყენეთ ეს პროგრამა თქვენი მუქი ფერის ან ჯინსის ტანსაცმლის ფერის დაცვისთვის. ის უზრუნველყოფს ეფექტურ რეცხვას ბარაბანის სპეციალურად განსაზღვრული ბრუნვების საშუალებით, მაშინაც კი, თუ ტემპერატურა დაბალია. რეკომენდებულია თხევადი სარეცხი საშუალების ან შალის ქსოვილის შამპუნის გამოყენება, მუქი ფერის სარეცხისთვის. არ გარეცხოთ ტანსაცმელი დელიკატური ქსოვილისგან, რომელიც შეიცავს შალს და ა.შ.
• Spin+Drain (ბრუნვა+ამოშრობა)
ეს პროგრამა შეგიძლიათ გამოიყენოთ ტანსაცმელიდან წყლის მოსაშორებლად და მანქანიდან წყლის მთლიანად გამოსადევნად.
სარეცხი მანქანა / მომხმარებლის სახელმძღვანელო
19 / KA
• Rinse (გავლება)
გამოიყენეთ ეს პროგრამა, როდესაც გსურთ სარეცხის ცალ-ცალკე გავლება ან გახამება.
• Shirts (პერანგები)
ეს პროგრამა გამოიყენება ბამბის, სინთეტიკის და სინთეტიკაშერეული ქსოვილის პერანგების გასარეცხად. ის ამცირებს ნაოჭებს. როცა სწრაფი+ რეცხვის ფუნქციის ღილაკს დააჭერთ, სრულდება წინასწარი დამუშავების ალგორითმი.
• გამოიყენეთ წინასწერი დამუშავების ქიმიური საშუალება პირდაპირ ტანსაცმეზე ან დაუმატეთ სარეცხ საშუალებასთან ერთად, როცა მანქანა იწყებს წყლის აღებას მიწოდების მთავრი უჯრის მეშვეობით. ამგვარად, თქვენ შეძლებთ უზრუნველყოთ იგივე ეფექტი, რომელსაც იღებთ ჩვეულებრივი რეცხვის დროს, მაგრამ დროის უფრო მოკლე პერიოდში. თქვენი პარანგების გამოყენების ხანგრძლივობა იზრდება.
• Mix 40 (შერეული 40)
გამოიყენეთ ბამბისა და სინთეტიკის ტანსაცმლის ერთად გასარეცხად, მათი გადახარისხების გარეშე.
• Gentle Care (დელიკატური ქსოვილი)
ამ პროგრამით თქვენ შეგიძლიათ გარეცხოთ თქვენი სარეცხი დელიკატური ქსოვილისგან, როგოროცაა მაგალითად: სინთეტიკისა და ბამბის ნარევი ტრიკოტაჟი ან წინდები. ამ პროგრამით თქვენი სარეცხი უფრო დელიკატურად ირეცხება. გარეცხეთ ტასაცმელი, რომლის ფერის შენარჩუნებაც გსურთ ან 20 გრადუსზე ან აირჩიეთ ცივი წყლით რეცხვის პარამეტრი.
• Daily Xpress / Xpress Super Short (ყოველდღიური სწრაფი / სწრაფი 14I)
გამოიყენეთ ეს პროგრამა თქვენი მსუბუქად დასვრილი ან დაულაქავებელი ბამბის ტანსაცმლისთვის, ხანმოკლე დროში. პროგრამის ხანგრძლივობა შეიძლება შემცირდეს 14 წუთამდე, თუ დააჭერთ სწრაფი+ რეცხვის ღილაკს. როცა სწრაფი+ რეცხვის ფუნქციის ღილაკს დააჭერთ, სარეცხი რაოდენობა არ უნდა იყოს 2 (ორ) კგ-ზე მეტი.
• Down Wear (ბუმბული)
გამოიყენეთ ეს პროგრამა იმ მოსასხამების, ჟილეტების, ქურთუკების და ა.შ. გასარეცხად, რომლებიც შეიცავს ბუმბულს და აქვთ იარლიყი, "მანქანით რეცხვისთვის". სპეციალური მბრუნავი პროფილების წყალობით, წყალი შეაღწევს საჰაერო სივრცეებში ბუმბულს შორის.
• Lingerie (საცვლები)
ეს პროგრამა შეგიძლიათ გამოიყენოთ ტანსსაცმლისთვის დელიკატური ქსოვილისგან, რომელიც განკუთვნილია ხელით რეცხვისთვის და ქალის თეთრეულისთვის. ტანსაცმლის მცირე რაოდენობა უნდა გაირეცხოს სარეცხ ტომარაში. კაუჭები, ღილების, ელვები და ა.შ. უნდა იყოს შეკრული.
• Outdoor / Sports (სპორტული და საგარეო)
ამ პროგრამის საშუალებით, შეგიძლიათ გარეცხოთ სპორტული და საგარეო ტანსაცმელი, რომელიც შეიცავს ბამბის/სინთეთიკის ნარევს და დაფარულია წყალგაუმტარი ზედაპირით, როგორიცაა გორტექსი და ა.შ. იგი უზრუნველყოფს თქვენი ტანსაცმლის ფრთხილად რეცხვას სპეციალური ბრუნვითი მოძრაობების მეშვეობით.
• StainExpert (ლაქების ექსპერტი)
ამ მანქანას აქვს სპეციალური ლაქების გამომყვანი პროგრამა, რომელიც აშორებს სხვადასხვა ტიპის ლაქებს ყველაზე ეფექტური გზით. გამოიყენეთ ეს პროგრამა მხოლოდ გამძლე ხარისხიანად შეღებილი ბამბის სარეცხისთვის. არ გარეცხოთ დელიკატური ქსოვილებისგან დამზადებული და ხუნებადი სარეცხი ამ პროგრამით. გარეცხვის წინ, უნდა შეამოწმოთ ტანსაცმლის იარლიყები (რეკომენდებულია ბამბის მაისურებისთვის, შარვლებისთვის, შორტებისთვის, პერანგებისთვის, ბავშვის ტანსაცმლითვის, პიჟამებისთვის, წინსაფრებისთვის, მაგიდის გადასაფარებლებისთვის, თეთრეულისთვის, საბნის პირებითვის, ზეწრებისთვის, ბალიშის პირებისთვის, აბაზანის/პლაჟის პირსახოცებისთვის, პირსახებისთვის, წინდებისთვის, ბამბის საცვლებისთვის, რომლებიც განკუთვნილია მაღალ ტემპერატურაზე და ხანგრძლივი რეცხვისთვის). ლაქების გამომყვანი ავტომატური პროგრამის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ გარეცხოთ 24 ტიპის ლაქა, რომლებიც დაყოფილია ორ განსხვავებულ ჯგუფად სწრაფი+ რეცხვის ფუნქციის არჩევის მიხედვით. შეგიძლიათ ნახოთ ლაქების ჯგუფები სწრაფი+ რეცხვის ფუნქციის არჩევის საფუძველზე.
20 / KA
სარეცხი მანქანა / მომხმარებლის სახელმძღვანელო
ქვემოთ მოცემულია ლაქების ჯგუფები სწრაფი+ რეცხვის ფუნქციის არჩევის საფუძველზე:
როცა სწრაფი+ რეცხვის ფუნქცია არჩეულია:
სისხლი ჩაი შავი ღვინო
შოკოლადი ყავა ალუბალი
პუდინგი ხილის წვენი ჯემი
კვერცხი კეჩუპი ნახშირი
როცა სწრაფი+ რეცხვის ფუნქცია არ არის არჩეული:
კარაქი ოფლი სალათის სოუსი
ბალახი მიწა მაკიაჟი
ტალახი საჭმელი მანქანის ზეთი
კოლა მაიონეზი ბავშვის საჭმელი
• აირჩიეთ ლაქების გამომყვანი პროგრამა.
• აირჩიეთ ლაქის ტიპი, რომლის გამოყვანაც გსურთ ზემომოყვანილი ჯგუფებიდან და ნახეთ რომელ ჯგუფშია ლაქა სწრაფი+ რეცხვის ფუნქციის კლავიშთან დაკავშირებით.
• ყურადღებით წაიკითხეთ ინფორმაცია იარლიყზე და დარწმუნდით, რომ არჩეულია სწორი ტემპერატურა და ბრუნვის სიჩქარე.
4.3.5 ტემპერატურის არჩევა
ახალი პროგრამის არჩევისას, რეკომენდებული ტემპერატურა, არჩეული პროგრამისთვის, ტემპერატურის ინდიკატორზე ჩნდება. ტემპერატურის დასაწევად, დააჭირეთ ტემპერატურის რეგულირების ღილაკს. ტემპერატურა ეტაპობრივად დაიკლებს. ტემპერატურის დონის ნათურა არ აინთება, თუ არჩეულია ცივი წყლით რეცხვა.
თუ პროგრამამ გაცხელების საფეხურს არ მიაღწია, შეგიძლიათ, ტემპერატურა შეცვალოთ, პროდუქტის
C
სარეცხი მანქანა / მომხმარებლის სახელმძღვანელო
პაუზის რეჟიმში გადართვის გარეშე.
21 / KA
4.3.6. ბრუნვის სიჩქარის არჩევა
ახალი პროგრამის არჩევისას, ბრუნვის სიჩქარის ინდიკატორზე გამოჩნდება არჩეული პროგრამისთვის რეკომენდებული ბრუნვის სიჩქარე. ბრუნვის სიჩქარის შესამცირებლად, დააჭირეთ ბრუნვის სიჩქარის რეგულირების ღილაკს. ბრუნვის სიჩქარე თანდათანობით მცირდება.
შემდეგ, პროდუქტის მოდელის გათვალისწინებით, ეკრანზე ვარიანტები - "გავლების შეჩერება" და "ბრუნვის გარეშე" გამოჩნდება. "ბრუნვის გარეშე" ფუნქციის არჩევისას, გავლების დონის ინდიკატორი არ ჩაირთვება.
თუ პროგრამამ ბრუნვის საფეხურს არ მიაღწია, შეგიძლიათ, სიჩქარე შეცვალოთ, პროდუქტის პაუზის რეჟიმში
C
გავლების შეჩერება
თუ მანქანიდან სარეცხის გამოღებას პროგრამის დასრულებისთანავე არ აპირებთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ გავლების შეჩერების ფუნქცია, რათა გააჩეროთ თქვენი სარეცხი საბოლოო გასავლებ წყალში, რომ ის არ დაიჭმუჭნოს, როცა პროდუქტში წყალი არ იქნება. დააჭირეთ დაწყების/პაუზის ღილაკს, ამ პროცესის შემდეგ, თუ გსურთ წყლის ამოშრობა, თქვენი სარეცხის დატრიალების გარეშე. პროგრამა განახლდება და დასრულდება წყლის ამოშრობის შემდეგ. თუ გსურთ წყალში გაჩერებული სარეცხის დატრიალება, დაარეგულირეთ ბრუნვის სიჩქარე და დააჭირეთ დაწყების/პაუზის ღილაკს. პროგრამა კვლავ გაგრძელდება. წყალი ამომშრალია, სარეცხი - დატრიალებული, პროგრამა კი - დასრულებული.
4.3.7 დამატებითი ფუნქციის არჩევა
აირჩიეთ სასურველი დამატებითი ფუნქცია, პროგრამის გაშვებამდე. აინთება არჩეული დამატებითი ფუნქციის მისათითებელი ნათურა.
გადართვის გარეშე.
22 / KA
C
როცა თქვენ ცდილობთ შეცვალოთ დამატებითი ფუნქცია, რომლის არჩევა არ არის დაშვებული მიმდინარე პროგრამაში, შესაბამისი დამატებითი ფუნქციის ნათურა გაანათებს და გაიგონებთ ხმოვან გაფრთხილებას.
სარეცხი მანქანა / მომხმარებლის სახელმძღვანელო
გარდა ამისა, თქვენ ასევე შეგიძლიათ, აირჩიოთ ან გააუქმოთ დამატებითი ფუნქციები, რომლებიც შესაფერისია გაშვებული პროგრამისთვის, სარეცხი ციკლის დაწყების შემდეგ. თუ რეცხვის ციკლი მიაღწევს წერტილს, როცა დამატებითი ფუნქციის არჩევა შეუძლებებლია, გაიგონებთ ხმოვან გაფრთხილებას და შესაბამისი დამატებითი ფუნქციის ნათურა გაანათებს.
ზოგიერთი ფუნქციის ერთად არჩევა შეუძლებელია. თუ მეორე დამატებითი ფუნქცია, რომელიც პირველთან შეუსაბამობაში მოდის, არჩეულია მანქანის ამუშავებამდე, პირველად არჩეული ფუნქცია უნდა გაუქმდეს,
C
ხოლო მეორე დამატებითი ფუნქციის არჩევა გააქტიურებული დარჩება.
პროგრამისთვის შეუსაბამო დამატებითი ფუნქციის არჩევა შეუძლებელია. (იხილეთ "პროგრამისა და გამოყენების ტაბულა".)
ზოგიერთ პროგრამას აქვს დამატებითი ფუნქციები, რომლებმაც უნდა იმუშავონ ერთდროულად. ამ ფუნქციების გაუქმება შეუძლებელია. დამატებითი ფუნქციის ჩარჩო არ გაანათებს, გაანათებს მხოლოდ შიდა სივრცე.
4.3.7.1 დამატებითი ფუნქციები
• Prewash (წინასწარი რეცხვა)
წინასწარი რეცხვა საჭიროა მხოლოდ ძალიან დასვრილი სარეცხისთვის. წინასწარი რეცხვის გამოუყენებლობა დაგიზოგავთ ელექტროენერგიას, წყალს, სარეცხ საშუალებასა და დროს.
• Extra Rinse (დამატებითი გავლება)
ეს ფუნქცია მანქანას საშუალებას აძლევს, მოახდინოს დამატებითი გავლება, უკვე შესრულებული გავლების გარდა, ძირითადი რეცხვის შემდეგ. ამრიგად, შესაძლოა შემცირდეს მგრძნობიარე კანისთვის (ბავშვები, ალერგიული კანი და ა. შ.) სარეცხი საშუალების ნარჩენებისგან ზიანის მიყეების შსაძლებლობა.
• Quick Wash (სწრაფი)
ამ ფუნქციის არჩევისას შესაბამისი პროგრამის ხანგრძლივობა მცირდება 50%-ით. რეცხვის ოპტომიზაციის, მაღალი მექანიკური აქტივობის და წყლის ოპტიმალური მოხმარების წყალობით, რეცხვის ხანგრძლივობის შემცირების მიუხედევად, მიიღწევა მაღალი ეფექტურობა.
4.3.7.2 ფუნქციები/პროგრამები, რომელთა არჩევა შესაძლებელია კლავიშზე 3 წამის განმავლობაში დაჭერით
• ცილინდრის გაწმენდა
პროგრამის არჩევისთვის, დააჭირეთ 1-ლ დამატებითი ფუნქციის კლავიშს და გააჩერეთ 3 წამი. რეგულარულად გამოიყენეთ (1-2 თვეში ერთხელ), ცილინდრის გასაწმენდად და საჭირო ჰიგიენის უზრუნველსაყოფად. გაუშვით პროგრამა, როცა მანქანა სრულიად ცარიელია. უკეთესი შედეგის მისაღწევად, ჩაყარეთ მინადუღის მოსაშორებელი ფხვნილი, სარეცხი მანქანებისთვის სარეცხი საშუალების განყოფილებაში ნომ. "2". პროგრამის დასრულების შემდეგ, ჩასატვირთი კარი ოდნავ ღია დატოვეთ, რათა მანქანის შიდა მხარე გაშრეს.
ეს სარეცხი პროგრამა არ არის. ეს მანქანის მოვლის პროგრამაა.
C
სარეცხი მანქანა / მომხმარებლის სახელმძღვანელო
არ გაუშვათ პროგრამა, როცა მანქანაში რამე დევს. თუ ასე მოიქცევით, მანქანა აღმოაჩენს, რომ შიგნით სარეცხი დევს და პროგრამას შეწყვეტს.
23 / KA
• ბავშვებისგან დამცავი საკეტი
გამოიყენეთ ბავშვებისგან დამცავი საკეტის ფუნქცია, რათა ბავშვებმა პროდუქტის მუშაობას ხელი არ შეუშალონ. ამრიგად, თქვენ შეძლებთ გაშვებული პროგრამის ცვლილების თავიდან აცილებას.
Cთქვენ შეგიძლიათ, ჩართოთ და გამორთოთ მანქანა, ჩართვის/გამორთვის ღილაკით, როცა ბავშვებისგან დამცავი საკეტი გააქტიურებულია. როცა მანქანას ისევ ჩართავთ, პროგრამა იქედან გაგრძელდება, სადაც ის
C
ბავშვებისგან დამცავი საკეტის გააქტიურება:
დააჭირეთ მე-2 დამატებითი ფუნქციის ღილაკს და გააჩერეთ 3 წამი. პროგრამის შერჩევის
პანელზე აისახება "CL 3-2-1 ჩართ." და ნათურა აინთება. როდესაც ნათურა აინთება თქვენ შეგიძლიათ შეწყვიტოთ 2-ზე დაჭერა, როცა ეს გაფრთხილება გამოჩნდება.
ბავშვებისგან დამცავი საკეტის გაუქმება:
დააჭირეთ მე-2 დამატებითი ფუნქციის ღილაკს და გააჩერეთ 3 წამი. პროგრამის შერჩევის
პანელზე აისახება "CL 3-2-1 გამორთ." და ნათურა აინთება.
• დაჭმუჭნის საწინააღმდეგო+
ამ ფუნქციის არჩვისთვის დააჭირეთ მე-3 დამატებითი ფუნქციის ღილაკს და გააჩერეთ 3 წამი, ამის შემდეგ აინთება პროგრამის შესაბამისი საფეხურის შემდგომი შესრულების შუქი. ამ ფუნქციის შერჩევის შემდეგ ბარაბანი ბრუნავს 8 საათამდე პერიოდის განმავლობაში, იმისთვის, რომ დაიცვას სარეცხი დაჭმუჭნისგან პროგრამის დასრულებისას. თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ პროგრამა და ამოიღოთ სარეცხი ნებისმიერ დროს ამ 8 საათის განმავლობაში. დააჭირეთ დამატებითი ფუნქციის არჩევის კლავიშს ან მანქანის ჩართვა/გამორთვის კლავიშს პროგრამის გასაუქმებლად. პროგრამის შემდგომი შესრულების შუქი დარჩება ანთებული სანამ ფუნქცია არ გაუქმდება ან საფეხური არ დასრულდება. თუ ფუნქცია არ გააუქმეთ ის დარჩება აქტიური რეცხვის შემდგომ ციკლებშიც.
გაჩერდა.
4.3.8 დასრულების დრო
დასრულების დროის ფუნქციით, პროგრამის დაწყება შეიძლება 24 საათამდე დროით შეყოვნდეს. დასრულების დროის ღილაკის დაჭერის შემდეგ, გამოცნდება პროგრამის დასრულების სავარაუდო დრო. თუ "დასრულების დრო" დარეგულირებულია, აინთება დასრულების დროის ინდიკატორი.
1 გააღეთ ჩასატვირთი კარი, მოათავსეთ სარეცხი და ჩაყარეთ სარეცხი საშუალება და ა. შ. 2 აირჩიეთ რეცხვის პროგრამა, ტემპერატურა, ბრუნვის სიჩქარე და, საჭიროების შემთხვევაში,
დამატებითი ფუნქციები.
3 აირჩიეთ თქვენთვის ხელსაყრელი დასრულების დრო, "დასრულების დრო"-ს ღილაკზე
დაჭერით. დასრულების დროის ინდიკატორი აინთება.
4 დააჭირეთ დაწყების/პაუზის ღილაკს. დაიწყება დროის უკუ ათვლა. ":" სიმბოლო ეკრანზე,
დასრულების დროის შუაში, ნათებას იწყებს.
24 / KA
სარეცხი მანქანა / მომხმარებლის სახელმძღვანელო
დასრულების დროის რეგულირება
თუ გსურთ, გააუქმოთ დასრულების დროის ფუნქცია, დააჭირეთ ჩართვა/გამორთვის ღილაკს პროდუქტის ჩართვისთვის ან გამორთვისთვის.
არ გამოიყენოთ თხევადი სარეცხი საშუალებები დასრულების დროის რეჟიმის გააქტიურებისას! არსებობს
C C
4.3.9 პროგრამის დაწყება
1. პროგრამის დასაწყებად დააჭირეთ დაწყების/პაუზის ღილაკს.
2. აინთება პროგრამის შემდეგი შეტყობინების ნათურა, რომელიც პროგრამის დაწყებაზე მიუთითებს.
C
4.3.10 ჩასატვირთი კარის საკეტი
მანქანის ჩასატვირთ კარს აქვს ჩაკეტვის სისტემა, რაც ხელს უშლის კარის გაღებას, იმ შემთხვევებში, როცა წყლის დონე შეუსაბამოა. როცა ჩასატვირთი კარი დაიკეტება, ეკრანზე დაკეტილი კარის სიმბოლო ჩაირთვება.
4.3.11 არჩევის შეცვლა, პროგრამის დაწყების შემდეგ
პროგრამის გაშვების შემდეგ თქვენ შეგიძლიათ შემდეგი ცვლილებების შეტანა.
მანქანის გადართვა პაუზის რეჟიმში
მანქანის პაუზის რეჟიმში გადასართველად, დააჭირეთ დაწყების/პაუზის ღილაკს, როცა პროგრამა ჩართულია. საფეხურის ნათურა, რომელზეც მანქანა იმყოფება, იწყებს ნათებას, პროგრამის შემდგომ ინდიკატორში, იმის საჩვენებლად, რომ მანქანა გადართულია პაუზის რეჟიმში. გარდა ამისა, ჩასატვირთი კარის ნათურა ციმციმებს, სანამ ჩასატვირთი კარი გასაღებად ემზადება. როცა ჩასატვირთი კარი გასაღებად მზად არის, ჩასატვირთი კარის ნათურა ითიშება, ხოლო პროგრამის საფეხურის ნათურა აგრძელებს ციმციმს.
დამატებითი ფუნქციების, სიჩქარისა და ტემპერატურის შეცვლა
საფეხურის თანახმად, რომელზეც პროგრამა იმყოფება, შეგძლიათ გააუქმოთ ან აირჩიეთ დამატებითი ფუნქციები. იხილეთ "დამატებითი ფუნქციის არჩევა". გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ ტემპერატურის და ციკლის რეგულირება. იხილეთ "ტემპერატურის არჩევა" და "ბრუნვის სიჩქარის არჩევა".
ტანსაცმლის დალაქავების რისკი.
თქვენ უნდა დააჭიროთ დაწყება/პაუზას და დაელოდოთ კარის გაღებას სარეცხის დამატებისთვის დასრულების დროის უკუ ათვლის მიმდინარეობისას. დააჭირეთ დაწყება/პაუზას კვლავ სარეცხის დამატების შემდეგ უკუათვის დასრულებისთვის. ათვლის დასრულებისას, დასრულების დროის სიმბოლო გამოირთვება, დაიწყება რეცხვის ციკლი და ეკრანზე არჩეული პროგრამის დრო გამოჩნდება.
როცა დასრულების დრო არჩეულია, დრო რომელიც გამოჩნდება ეკრანზე იქნება საბოლოო დრო, არჩეული პროგრამის მიმდინარეობის ჩათვლით.
თუ არც ერთ პროგრამას არ გაუშვებთ ან არც ერთ კლავიშს არ დააჭერთ, პროგრამის არჩევის პროცესის განმავლობაში, 10 წუთის ფარგლებში, მანქანა ავტომატურად გამოირთვება. ეკრანი და ყველა ნათურა გამოირთვება. თუ თქვენ დააჭერთ ჩართვა/გამორთვის ღილაკს, გამოჩნდება ნაგულისხმები პროგრამული ინფორმაცია.
C
თუ ცვლილება ნებადართული არ არის, შესაბამისი ნათურა 3-ჯერ გაანათებს.
სარეცხის დამატება ან გამოღება
1. მანქანის პაუზის რეჟიმში გადასართველად, დააჭირეთ დაწყების/პაუზის ღილაკს. აინთება პროგრამის შესაბამისი საფეხურის შემდგომი შესრულების შუქი, რომლის განმავლობაშიც მანქანა პაუზის რეჟიმში გადაიყვანეს.
2. დაელოდეთ, სანამ ჩასატვირთი კარის გაღება შესაძლებელი გახდება.
3. გააღეთ ჩასატვირთი კარი და დაამატეთ ან გამოიღეთ სარეცხი.
4. დაკეტეთ ჩასატვირთი კარი.
5. შეცვალეთ დამატებითი ფუნქციები, ტემპერატურისა და სიჩქარის პარამეტრები, საჭიროების შემთხვევაში.
6. დააჭირეთ დაწყების/პაუზის ღილაკს პროდუქტის მართვისთვის.
სარეცხი მანქანა / მომხმარებლის სახელმძღვანელო
25 / KA
4.3.12 პროგრამის გაუქმება
პროგრამა უქმდება თუ პროდუქტს გამორთავთ და ჩართავთ კვლავ. დააჭირეთ ჩართვა/ გამორთვის ღილაკს და გააჩერეთ 3 წამი.
თუ თქვენ დააჭირეთ ჩართვა/გამორთვის ღილაკს, როცა ბავშვებისგან დამცავი საკეტი აქტივირებულია,
C
4.3.13 პროგრამის დასრულება
"დასრულების" ნათურა (დიოდი) აინთება, პროგრამის დასრულების შემდეგ. თუ არ დააჭერთ რომელიმე ღილაკს 10 წუთის განმავლობასი, პროდუქტი ავტომატურად გამოირთვება. ეკრანი და ყველა ნათურა გამორთული იქნება. დასრულებული პროგრამის საფეხურები იქნება ნაჩვენები, თუ დააჭერთ ჩართვა/გამორთვას.
4.3.14 ენერგიის დაზოგვის რეჟიმი
თუ პროდუქტის ჩართვა/გამორთვის ღილეკით ჩართვის შემდეგ ან არჩეული პროგრამის დასრულების შემდეგ 2 წუთის განმავლობაში არ იქნება შესრულებული არც ერთი მოქმედება, პროდუქტი ავტომატურად გადაირთვება ელექტროენერგიის დაზოგვის რეჟიმში. ინდიკატორის შუქების სინათლე შემცირდება. დისპლეი მთლიანად გამოირთვება, თუკი პროგრამის ხანგრძლივობის დისპლეი ხელმისაწვდომია. თუკი მოაბრუნებთ პროგრამის ღილაკს ან შეეხებით ნებისმიერ ღილაკს, შუქები დაუბრუნდებიან ძველ მდგომარეობას.
პროგრამა არ გაუქმდება. ჯერ უნდა გააუქმოთ ბავშვებისგან დამცავი საკეტი.
თუ გსურთ ჩასატვირთი კარის გაღება, პროგრამის გაუქმების შემდეგ, მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგან მანქანაში წყლის დონე ჩასატვირთი კარის გასაღებ დონეს აჭარბებს, პროგრამის არჩევის ღილაკი ტუმბვა+ბრუნვის პროგრამაზე გადართეთ და მანქანიდან წყალი გამოდევნეთ.
C
ეს არის პროდუქტის ფუნქცია და არ არის შეცდომა.
26 / KA
სარეცხი მანქანა / მომხმარებლის სახელმძღვანელო
4.4 შენახვა და გასუფთავება
რეგულარული ინტერვალებით გასუფთავების შემთხვევაში, პროდუქტის ექსპლუატაციის ვადა გაიზრდება და ხშირად წარმოქმნადი პრობლემები შემცირდება.
4.4.1 სარეცხი საშუალების უჯრის გასუფთავება
გაასუფთავეთ სარეცხი საშუალებების უჯრა, რეგულარული ინტერვალებით (ყოველი 4-5 რეცხვის ციკლის მერე), როგორც ნაჩვენებია ქვემოთ, რათა დროულად შეაჩეროთ სარეცხი ფხვნილის დაგროვება. ასწიეთ სიფონის უკანა მხარე, მის ამოსაღებად, ილუსტრაციის მიხედვით. თუ წყლისა და დამარბილებლის ნარევის ნორმალურზე მეტი ოდენობა დაიწყებს დაგროვებას დამარბილებლის განყოფილებაში, სიფონი უნდა გაიწმინდოს.
1 დააჭირეთ წერტილოვან პუნქტს სიფონზე, დამარბილებლის განყოფილებაში, და მოქაჩეთ
თქვენკენ, სანამ განყოფილებას მანქანიდან არ ამოიღებთ.
2. გარეცხეთ სარეცხი საშუალების უჯრა და სიფონი ნიჟარაში, დიდი რაოდენობით ნელთბილი წყლით. გამოიყენეთ შესაბამისი ჯაგრისი და ჩაიცვით ხელთათმანები, რათა თავიდან აიცილოთ გასუფთავებისას კანით შეხება.
3 გასუფთავების შემდეგ, უჯრა თავის ადგილზე დააბრუნეთ და დარწმუნდით, რომ კარგად
არის მოთავსებული.
4.4.2 ჩასატვირთი კარის და ბარაბნის დასუფთავება
პროდუქტებისთვის ბარაბნის წმენდის პროგრამით, იხილეთ პროდუქტის ოპერირება ­პროგრამები.
გაიმეორეთ ბარაბნის გაწმენდის პროცედურა ყოველ 2 თვეში ერთხელ.
C
4.4.3 კორპუსის და მართვის პულტის დასუფთავება
გაწმინდეთ მანქანის კორპუსი საპნიანი წყლით ან რბილი სარეცხი გელით, რომელიც კოროზიას არ იწვევს და გააშრეთ მშრალი რბილი ქსოვილით. მართვის პულტის დასუფთავებისთვის გამოიყენეთ მხოლოდ რბილი და ნესტიანი ქსოვილი.
გამოიყენეთ სარეცხი მანქანისთვის შესაფერისი სარეცხი საშუალება/მინადუღის საწინააღმდეგო საშუალება.
ყოველი გაწმენდის შემდეგ შეამოწმეთ, რომ ბარაბანში არ დარჩა უცხო ნივთები. თუ სურათზე ნაჩვენები ხვრელები დახურულია, გაწმინდეთ ხვრელები კბილის საჩიჩქნის მეშვეობით. ლითონის უცხო ნივთიერებებმა შეიძლება გამოიწვიონ ჟანგის გაქები ბარაბანში. გაწმინდეთ ლაქები ბარაბანის ზედაპირზე საწმენდის აგენტის გამოყენებით უჟანგავი ფოლადისთვის. არასდროს არ გამოიყენოთ ფოლადის სახეხი ან მავთულის სახეხი. ის დააზიანებს შეღებილ, ქრომირებულ და პლასტმასის საფარებს.
სარეცხი მანქანა / მომხმარებლის სახელმძღვანელო
27 / KA
4.4.4 წყლის შემშვები ფილტრის გასუფთავება
მანქანის უკან, წყლის შეშვების თითოეული სარქველის ბოლოში და ასევე, წყლის შეშვების ყოველი შლანგის ბოლოში, სადაც ისინი ონკანს უერთდებიან, მოთავსებულია ფილტრები. ეს ფილტრები წყალში მოთავსებულ უცხო ნივთიერებებსა და ჭუჭყს სარეცხ მანქანაში არ უშვებენ. ფილტრები უნდა გაიწმინდოს, რადგან ისინი ბინძურდება.
1. დაკეტეთ ონკანები.
2. მოხსენით წყლის შემშვები შლანგების ქანჩები, ფილტრებთან წვდომისთვის, წყლის შემშვებ სარქვლებზე. გაასუფთავეთ ისინი შესაბამისი ჯაგრისით. თუ ფილტრები მეტისმეტად ჭუჭყიანია, ამოიღეთ ისინი ბრტყელტუჩას საშუალებით და გაასუფთავეთ.
3. მოხსენით ფილტრები წყლის შემშვები შლანგების თავისუფლად დასაყრდენი ბოლოებიდან, შუასადებთან ერთად, და საფუძვლიანად გაწმინდეთ, გამდინარე წყლით.
4. შუასადებები და ფილტრები თავის ადგილზე ფრთხილად მოათავსეთ და შლანგის ქანჩები ხელით დაუჭირეთ.
4.4.5 დარჩენილი წყლის ამოშრობა და ტუმბოს ფილტრის გაწმენდა
ფილტრის სისტემა თქვენს მანქანაში ხელს შეუშლის ისეთი მაგარი დეტალების, როგორიცაა ღილები, მონეტები და ქსოვილის ბოჭკოები, ტუმბოს ბორბალში გაჭედვას, სარეცხი წყლის გამოდევნისას. ამრიგად, წყალი ყოველგვარი პრობლემის გარეშე გამოიდევნება და ტუმბოს ექსპლუატაცის ვადა გაიზრდება. თუ მანქანა წყალს ვერ გამოდევნის, ტუმბოს ფილტრი გაჭედილია. ფილტრი უნდა გაიწმინდოს, როცა გაიჭედება, ან 3 თვეში ერთხელ. ტუმბოს ფილტრის გასაწმენდად, პირველ რიგში, წყალი უნდა გამოიდევნოს. გარდა ამისა, მანქანის ტრანსპორტირებამდე (მაგ.: ახალ სახლში გადასვლისას) და წყლის გაყინვის შემთხვევაში, წყალი მთლიანად უნდა გამოიდევნოს.
გაფრთხილება: ტუმბოს ფილტრში დარჩენილმა უცხო ნივთიერებებმა, შესაძლოა, თქვენი მანქანა
A
ჭუჭყიანი ფილტრის გასაწმენდად და წყლის გამოსადევნად:
1 მანქანა ქსელიდან გათიშეთ, ელექტროენერგიის მიწოდების შესაწყვეტად.
A
2. გახსენით ფილტრის თავსახური.
დააზიანოს ან წარმოიშვას ხმაურის პრობლემა.
გაფრთხილება: თუ პროდუქტი არ გამოიყენება, გადაკეტეთ ონკანი, მოხსენით მთავარი შლანგი და
გამოუშვით შიგნიდან წყალი ნებისმიერი სავარაუდო გაყინვის თავიდან ასაცილებლად.
გაფრთხილება: ყოველი გამოყენების შემდეგ გადაკეტეთ მთავარი შლანგის ონკანი.
გაფრთხილება: მანქანაში წყლის ტემპერატურამ შეიძლება 90 °C-ს მიაღწიოს. დამწვრობის რისკის
თავიდან აცილების მიზნით, გაასუფთავეთ ფილტრი, როცა წყალი მანქანაში გაცივდება.
28 / KA
სარეცხი მანქანა / მომხმარებლის სახელმძღვანელო
3 მანქანიდან წყლის გამოდევნისთვის შეასრულეთ შემდეგი პროცედურა.
წყლის გამოდევნისთვის პროდუქტს არ აქვს წყლის გადაუდებელი გამოდევნის შლანგი:
a. იმისათვის, რომ შეაგროვოთ ფილტრიდან
გამომდინარე წყალი, მოათავსეთ დიდი ჭურჭელი ფილტრის წინ.
b. დაატრიალეთ და მოუშვით ტუმბოს
ფილტრი (საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით) სანამ წყალი გამოდინებას არ დაიწყებს. გამომდინარე წყალი მიუშვით კონტეინერში, რომელიც ფილტრის წინ მოათავსეთ. იქონიეთ ქსოვილის ნაჭერი ხელმისაწვდომად, გადმოღვრილი წყლის შეწოვისთვის.
c როცა მანქანიდან წყლის გამოდევნა
დასრულდება, ფილტრი მთლიანად მოხსენით, გადაბრუნების საშუალებით.
4. გაასუფთავეთ ფილტრის შიგნით დატოვებული ნარჩენები და ბოჭკოები, ტუმბოს ბორბლის ირგვლივ.
5. მოათავსეთ ფილტრი.
6. თუ ფილტრის სარქველი ორი ნაწილისგან შედგება, ფილტრის სარქველი ნიშანზე დაწოლით დახურეთ. თუ ის ერთნაწილიანია, პირველ რიში, ნიშნები, ქვედა ნაწილში, თავის ადგილზე მოათავსეთ და შემდეგ, ზედა ნაწილს დააწექით, რომ დახუროთ.
სარეცხი მანქანა / მომხმარებლის სახელმძღვანელო
29 / KA
Loading...
+ 67 hidden pages