Philips AC1715/10 user manual

AC1715
მომხმარებლის სახელმძღვანელო

შინაარსი

1 მნიშვნელოვანია ���������������������������������������������������������������� 2
უსაფრთხოება ��������������������������������������������������������������������������������������2 ელექტრომაგნიტური ველები (ემვ) ��������������������������������������������� 4 გადამუშავება ���������������������������������������������������������������������������������������5 ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობის
გამარტივებული დეკლარაცია ������������������������������������������������������5
2 ჰაერისგამწმენდი �������������������������������������������������������������� 6
პროდუქტის აღწერა ��������������������������������������������������������������������������6 მართვის ელემენტების მიმოხილვა �������������������������������������������7
3 პირველინაბიჯები ������������������������������������������������������������� 8
ფილტრის დაყენება ��������������������������������������������������������������������������8 Wi-Fi-ს ინდიკატორის განმარტება ����������������������������������������������8 კვების წყაროსთან დაკავშირება �������������������������������������������������9 Wi-Fi კავშირი ����������������������������������������������������������������������������������������9
4 ჰაერისგამწმენდისგამოყენება ���������������������������������10
ჰაერის ხარისხის ინდიკატორის სიგნალების განმარტება ���������������������������������������������������������������������������������������� 10
5 გასუფთავებადამოვლა-შენახვა �������������������������������14
6 შენახვა ���������������������������������������������������������������������������������19 7 ხარვეზებისაღმოფხვრა ������������������������������������������������19 8 გარანტიადამომსახურება �������������������������������������������23
1KA

1 მნიშვნელოვანია

უსაფრთხოება

ყურადღებით წაიკითხეთ მომხმარებლის ეს სახელმძღვანელო მოწყობილობის ჩართვამდე და შეინახეთ ის მომავალში გამოსაყენებლად.
მოწყობილობის ყველაზე მაღალი ეფექტურობის უზრუნველსაყოფად დარწმუნდით, რომ გამწმენდის უახლეს ვერსიას იყენებთ. ამ განახლების გაკეთება Clean Home+ აპის მეშვეობით შეგიძლიათ.
საშიშია!
არ გაასუფთაოთ მოწყობილობა წყლით ან ნებისმიერი სხვა სახის სითხით ან (აალებადი) გამწმენდი საშუალებით, არ მისცეთ მათ მოწყობილობაში შეღწევის საშუალება, რათა თავიდან აიცილოთ დენის დარტყმა და/ან ხანძრის გაჩენის საფრთხე.
მოწყობილობის გარშემო არ დაასხუროთ აალებადი ნივთიერებები, როგორიცაა ინსექტიციდები ან არომატიზატორები.
ყურადღება!
მოწყობილობის შეერთებამდე შეამოწმეთ, შეესაბამება თუ არა მოწყობილობაზე მითითებული ძაბვა ადგილობრივი ელექტროქსელის ძაბვას.
დაზიანების შემთხვევაში ელექტროკაბელი გამოცვალეთ კომპანია Philips-ში, Philips-ის ავტორიზებულ სერვისცენტრში ან ანალოგიური კვალიფიკაციის მქონე სხვა სერვისცენტრში, რათა თავიდან აიცილოთ საფრთხე.
აკრძალულია მოწყობილობის გამოყენება, თუ დაზიანებულია შტეკერი, ელექტროკაბელი ან თავად მოწყობილობა.
ამ მოწყობილობის გამოყენება დასაშვებია ბავშვებისთვის 8 წლიდან და ასევე შეზღუდული ფიზიკური, სენსორული ან მენტალური შესაძლებლობების ან გამოცდილებისა და ცოდნის არმქონე პირებისთვის, თუ მათ მიიღეს ინსტრუქცია მოწყობილობის უსაფრთხო გამოყენების შესახებ ან მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და ესმით, რა საფრთხეები არსებობს.
ბავშვებმა არ უნდა ითამაშონ მოწყობილობით.
2 KA
ბავშვებისთვის აკრძალულია მოწყობილობის გაწმენდა და მოვლა-შენახვა მეთვალყურეობის გარეშე.
არ დაბლოკოთ ჰაერის შემშვები და გამომშვები, მაგალითად, მათ წინ საგნების განთავსებით.
დარწმუნდით, რომ მოწყობილობაში არ მოხვდება უცხო სხეულები ჰაერის გამომშვების გავლით.
Wi-Fi-ს სტანდარტული ინტერფეისი: 802.11b/g/n 2,4გჰც, მაქსიმალური გამომავალი სიმძლავრე: 31,62 მლვტ EIRP (ეკვივალენტური იზოტროპულად გასხივებული სიმძლავრე).
გაფრთხილება
ეს მოწყობილობა ვერ ჩაანაცვლებს ვენტილაციის სრულყოფილ სისტემას, მტვერსასრუტით რეგულარულ წმენდას ან სამზარეულოს გამწოვ-ვენტილატორს.
მოწყობილობა ყოველთვის დააყენეთ და გამოიყენეთ მშრალ, მყარ, თანაბარ და ჰორიზონტალურ ზედაპირზე.
მოწყობილობის გარშემო მინიმუმ 20სმ თავისუფალი სივრცე უნდა იყოს, ხოლო მოწყობილობის ზემოთ — მინიმუმ 30სმ.
არ დაჯდეთ ან დადგეთ მოწყობილობაზე. არ დადოთ არაფერი მოწყობილობის თავზე.
არ მოათავსოთ მოწყობილობა პირდაპირ კონდიციონერის ქვეშ, რათა თავიდან აიცილოთ მასზე კონდენსატის მოხვედრა.
გამოიყენეთ მხოლოდ Philips-ის ორიგინალი ფილტრები, რომლებიც განკუთვნილია სპეციალურად ამ მოწყობილობისთვის. არ გამოიყენოთ სხვა ფილტრები.
ფილტრის აალებამ, შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ჯანმრთელობას და/ან საფრთხე შეუქმნას სიცოცხლეს. არ გამოიყენოთ ფილტრი საწვავად ან მსგავსი მიზნებისთვის.
არ დაარტყათ მოწყობილობას (განსაკუთრებით ჰაერის შემშვებსა და გამომშვებზე) მყარი საგნები.
არ მოათავსოთ თითები ან საგნები ჰაერის გამომშვებსა და შემშვებში, რათა თავიდან აიცილოთ ფიზიკური დაზიანება ან მოწყობილობის გაუმართაობა.
3KA
არ გამოიყენოთ ეს მოწყობილობა, თუ შენობაში კვამლის ტიპის ინსექტიციდით სარგებლობთ ან ადგილებში, სადაც ნავთობის ნარჩენები, წვადი საკმეველი ან ქიმიური გამონაბოლქვია.
არ გამოიყენოთ მოწყობილობა გაზის დანადგარებთან, გამათბობელ მოწყობილობებთან ან ბუხრებთან ახლოს.
სხვა ადგილას გადატანის, გაწმენდის, ფილტრის შეცვლის ან სხვა ტექნიკური სამუშაოს შესრულების წინ მოწყობილობა ყოველთვის გამორთეთ შტეფსელიდან.
მოწყობილობა მხოლოდ ექსპლუატაციის ნორმალურ პირობებში საყოფაცხოვრებო გამოყენებისთვისაა განკუთვნილი.
არ გამოიყენოთ მოწყობილობა სველ ან ისეთ გარემოში, სადაც ჰაერის მაღალი დატენიანება ან მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება, მაგალითად, აბაზანაში, ტუალეტსა და სამზარეულოში ან ისეთ ოთახში, სადაც ტემპერატურა მკვეთრად იცვლება.
მოწყობილობა არ ანეიტრალებს მხუთავ აირს (CO) და რადონს (Rn). დამცავი მოწყობილობის სახით მისი გამოყენება შეუძლებელია აალების ან საშიში ქიმიური ნივთიერებების გამოფრქვევის შემთხვევებში.
ელექტრომაგნიტურიველები(ემვ)
Philips-ის ეს მოწყობილობა აკმაყოფილებს ყველა მოქმედ სტანდარტსა და რეგულაციას, რომელიც ელექტრომაგნიტურ ველებთან კონტაქტს ეხება.
4 KA

გადამუშავება

ეს სიმბოლო ნიშნავს, რომ მოცემული პროდუქტი ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად არ უნდა განთავსდეს (2012/19/EU).
დაიცავით თქვენი ქვეყნის წესები, რომლებიც ელექტრული და ელექტრონული პროდუქტების განცალკევებით შეგროვებას ეხება. ნარჩენების სწორი განთავსება ხელს უწყობს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის უარყოფითი შედეგების თავიდან აცილებას.
ევროკავშირისმოთხოვნებთანშესაბამისობის გამარტივებულიდეკლარაცია
DAP B.V. აცხადებს, რომ რადიოაპარატურის ტიპი AC1715 შეესაბამება დირექტივას 2014/53/EU. ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობის დეკლარაციის სრული ტექსტი ხელმისაწვდომია შემდეგ ინტერნეტ­მისამართზე: www.philips.com.
5KA
2 ჰაერისგამწმენდი
Philips მოგესალმებათ და გილოცავთ ახალ შენაძენს! Philips-ის მხარდაჭერის სრულყოფილად გამოსაყენებლად თქვენი
პროდუქტი დაარეგისტრირეთ აქ: www.Philips.com/welcome.
პროდუქტისაღწერა
მართვის
პანელი
ჰაერის გამომშვები ნახვრეტი
ნაწილაკების სენსორი
NanoProtect-ის ფილტრი (FY1700/30)
უკანა საფარი
6 KA
*გამოიყენეთ მხოლოდ მოწოდებული გადამყვანი ჩანგალი
გადამყვანი ჩანგალი* (KA3601A­2401500EU)
მართვისელემენტებისმიმოხილვა
მართვის ღილაკები
ინდიკატორების ჩართვის/ გამორთვის ღილაკი
რეჟიმის გადართვის ღილაკი
საინფორმაციო პანელი
Wi-Fi-ს ინდიკატორი ავტომატური რეჟიმი
1-ლი სიჩქარე მე-2 სიჩქარე
ტურბო რეჟიმი ძილის რეჟიმი
PM2.5 დისპლეი
გამაფრთხილებელი შეტყობინება ფილტრის გაწმენდის შესახებ
ჩართვის/გამორთვის ღილაკი
შიდა სივრცეში ალერგენების შემცველობის ინდექსი
გამაფრთხილებელი შეტყობინება ფილტრის შეცვლის შესახებ
7KA
Loading...
+ 17 hidden pages