INDESIT INC18 T311 Daily Reference Guide [ka]

მოკლე სახელმძღვანელო
მადლობას მოგახსენებთ INDESIT-ის პროდუქტის შეძენისთვის
უფრო სრულყოფილი დახმარების მისაღებად, დაარეგისტრირეთ თქვენი პროდუქტი ვებსაიტზე w w w . i n d e s i t . c o m / r e g i s t e r
პირველი სარგებლობისას
მოწყობილობის დამონტაჟების შემდეგ, დაელოდეთ მინიმუმ ორი საათი, სანამ ჩართავთ მას ელექტროენერგიის ქსელში. ჩართეთ მოწყობილობა ელექტროენერგიის ქსელში, ის ავტომატურად დაიწყებს მუშაობას. საკვების შენახვის იდეალური ტემპერატურა წინასწარ განსაზღვრულია ქარხანაში.
მართვის პანელი
1. 2. 3. 4.
6.
5.
KA
მოწყობილობის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ უსაფრთხოების ინსტრუქცია.
მოწყობილობის ჩართვის შემდეგ, 4-6 საათის განმავლობაში უნდა დაელოდოთ, სანამ მოწყობილობის ტემპერატურა მიაღწევს ნორმალურ მაჩვენებელს. განათავსეთ ანტიბაქტერიული სუნის საწინააღმდეგო ფილტრი ვენტილატორში, როგორც ეს ნაჩვენებია ფილტრის შეფუთვაზე (თუ ის ხელმისაწვდომია). თუ გაიგონებთ ხმოვან სიგნალს, ეს ნიშნავს, რომ ჩაირთო ტემპერატურის განგაშის ზარი: დააჭირეთ ღილაკს ხმოვანი სიგნალიზაციის გამორთვისთვის.
1. მაცივრის ტემპერატურის /
საყინულის ტემპერატურის ღილაკი
2. ტემპერატურის ინდიკატორის
პარამეტრი
3. საყინულის ინდიკატორი
4. მაცივრის ინდიკატორი
5. Push & GO (დაჭერის და გაშვების)
ინდიკატორი
6. PUSH&GO (დაჭერის და გაშვების)
ღილაკი
ტემპერატურის დაყენება
დააჭირეთ ღილაკს (1) 3 წამის განმავლობაში მაცივრის (3) და საყინულის (4) კამერებს შორის ასარჩევად.
დააჭირეთ იგივე ღილაკს თქვენს მიერ ადრე არჩეული ზონის ტემპერატურის ასარჩევად.
რეკომენდებული პარამეტრი მაცივრის კამერისთვის : MED (საშუალო მდებარეობა) რეკომენდებული პარამეტრი საყინულის კამერისთვის : MED (საშუალო მდებარეობა)
მაღალი ტემპ
საშ-მაღალი ტემპ
საშ ტემპ
საშ-დაბალი ტემპ
დაბალი ტემპ
Fast Cooling/Fast Freezing (სწრაფი გაციება/სწრაფი გაყინვა)
შუქდიოდი გამორთულია
PUSH&GO (დაჭერის და გაშვების) ფუნქცია
დიდი მოცულობით ნაყიდი საკვები პროდუქტების უკეთესად შესანახად დააჭირეთ Push&Go ღილაკს (6) ტემპერატურის სწრაფი აღდგენის ფუნქციის გააქტიურებისთვის. გააქტიურებისას აინთება შუქდიოდის ინდიკატორი (5). აღნიშნული ფუნქცია ავტომატურად გამოირთვება 10 საათის შემდეგ ან შეიძლება ხელით გაითიშოს Push&Go ღილაკზე (6) დაჭერით.
შუქდიოდი ჩართულია
ON/STAND-BY (ჩართვა/ლოდინის) ფუნქცია
დააჭირეთ Push & GO (6) ღილაკს 3 წამის განმავლობაში მოწყობილობის ლოდინის რეჟიმის ჩასართავად.
ლოდინის რეჟიმის განმავლობაში შუქი მაცივრის კამერაში გამორთულია. დააჭირეთ Push&Go ღილაკს მოწყობილობის ისევ ჩასართავად.
SUPER FREEZE ფუნქცია (სუპერ ყინვის)
საკვები პროდუქტის უკეთესად შენახვის მიზნით, გამოიყენეთ "სუპერ ყინვის" ფუნქცია, სანამ განათავსებთ საკვებ პროდუქტს დიდი მოცულობით საყინულის კამერაში. ფუნქციის დასაყენებლად, დააჭირეთ ღილაკს (1), სანამ ყველა სამი შუქდიოდი არ აინთება. აღნიშნული ფუნქცია ავტომატურად გამოირთვება 26 საათის შემდეგ, ან ხელით საყინულის სხვა ტემპერატუტრის არჩევით.
შენიშვნა: მოერიდეთ პირდაპირ კონტაქტს ახალი და უკვე გაყინულ პროდუქტებს შორის. გაყიდვის სიჩქარის ოპტიმიზაციის მიზნით და მეტი შესანახი სივრცის მისაღებად, საყინულის კამერა შეიძლება იყოს გამოყენებული საყინულის უჯრების გარეშე.
საკვების ნარჩენების თავიდან აცილების მიზნით გაეცანით რეკომენდებულ პარამეტრებს და შენახვის წესს, რომელიც მითითებულია მომხმარებლის ონლაინ სახელმძღვანელოში.
* ხელმისაწვდომია მხოლოდ გარკვეულ მოდელებზე
როგორ შევინახოთ ახალი საკვები და სასმელი
აღნიშვნები
მცირე ცივი ზონა
რეკომენდებულია ტროპიკული ხილის, ქილების, სასმელის, კვერცხის, სოუსების, მწნილის, კარაქის, ჯემის შესანახად
ცივი ზონა
რეკომენდებულია ყველის, რძის, ყოველდღიური საკვების, დელიკატესების, იოგურტის შესანახად
ყველაზე ცივი ზონა
რეკომენდებულია გაყინული ხორცის ნაჭრების, დესერტების, ხორცისა და თევზის შესანახად.
ხილისა და ბოსტნეულის უჯრა
საყინულის უჯრები
გაყინვის ზონის უჯრა
(მაქსიმალური სიცივის ზონა) რეკომენდებულია ნედლი/მომზადებული საკვების გასაყინად
ჩატვირთვის შეზღუდვები განისაზღვრება კონკრეტული კონსტრუქციით (კალათები, კონტეინერები, გადასახსნელი ნაწილები, უჯრები, თაროები, და ა.შ.), ან ჩატვირთვის შეზღუდვები განისაზღვრება ბუნებრივი ჩატვირთვის შეზღუდვებით.
განათების სისტემა (მოდელიდან გამომდინარე)
ეს პროდუქტი შეიცავს G კლასის ენერგოეფექტურობის მქონე სინათლის წყაროს
ეს პროდუქტი შეიცავს G კლასის ენერგოეფექტურობის მქონე სინათლის წყაროს
მაცივრის კამერა ჰაერის მრავალნაკადიანი განაწილება
მრავალნაკადიანი განაწილება ხელს უწყობს ცივი ჰაერის თანაბრად განაწილებას კამერაში პროდუქტის უკეთესი შენახვის მიზნით. პროდუქტი შეიძლება განთავსდეს მოწყობილობის ნებისმიერ თაროზე. ყურადღება მიაქციეთ, რომ ჰაერის განაწილების ნახვრეტები არ ჩაიხერგოს, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჰაერის თავისუფალი განაწილება.
განსაკუთრებულად გამძლე მინა
Indesit-ის განსაკუთრებულად გამძლე მინის თაროები საშუალოზე უფრო სქელია და გათვლილია 100 კილოგრამზე, მათზე შესაძლებელია ყველაზე მძიმე ტაფების განთავსება. ერთ ცალკეულ თაროზე შეიძლება განთავსდეს 100 კგ­მდე დამატებითი დატვირთვა, თუ აღნიშნული თარო დაიტვირთება სრული მოცულობით 100 კილოგრამამდე, ამან შეიძლება გამოიწვიოს თაროს გაღუნვა.
ეს პროდუქტი შეიცავს ენერგოეფექტურობის A კლასის 2/4 გვერდითი სინათლის წყაროს და G კლასის ზედა სინათლის წყაროს
ეს პროდუქტი შეიცავს G კლასის ზედა სინათლის წყაროს
Humidity control (ტენიანობის მართვა)
თუ გსურთ შეინახოთ საკვები ნაკლებად ტენიან გარემოში, მაგალითად ხილი, ჩართეთ ტენიანობის რეგულატორი (პოზიცია B), ან გამორთეთ იგი (პოზიცია A), თუ გსურთ შეინახოთ საკვები უფრო ტენიან გარემოში, მაგალითად, ბოსტნეული.
* ხელმისაწვდომია მხოლოდ გარკვეულ მოდელებზე
Loading...
+ 2 hidden pages