WHIRLPOOL W9 931D KS Daily Reference Guide [ka]

მოკლე სახელმძღვანელო
2
4
5
10
3
მადლობას მოგახსენებთ WHIRLPOOL-ის პროდუქტის შეძენისთვის
უფრო სრულყოფილი დახმარების მისაღებად, დაარეგისტრირეთ თქვენი პროდუქტი ვებსაიტზე w w w . w h i r l p o o l . e u / r e g i s t e r
პირველი სარგებლობისას
მოწყობილობის დამონტაჟების შემდეგ, დაელოდეთ მინიმუმ ორი საათი, სანამ ჩართავთ მას ელექტროენერგიის ქსელში. ჩართვის შემდეგ იგი იწყებს მუშაობას ავტომატურად.
Control panel (მართვის პანელი)
1
6
7
8
9
KA
ტემპერატურის იდეალური პარამეტრები დაყენებულია ქარხნულად. მოწყობილობის ჩართვის შემდეგ, დაელოდეთ 4-6 საათი, სანამ არ მიაღწევს საკვების შესანახ სწორ ტემპერატურას.
1. ავარიული გამორთვის ინდიკატორი
2. სწრაფი გაგრილების (Fast cool) ინდიკატორი
3. მაცივრის და საყინულის ტემპერატურის დისპლეი
4. სწრაფი გაყინვის (Fast freeze) ინდიკატორი
5. დასვენების რეჟიმის (Vacation mode) ინდიკატორი
6. On/Stand By (ჩართვის/მოლოდინის რეჟიმის) ღილაკი
7. სიგნალის გაჩერების ღილაკი
8. მაცივრის ტემპერატურის ღილაკი / სწრაფი გაგრილების
ღილაკი
9. საყინულის ტემპერატურის ღილაკი / სწრაფი გაყინვის
ღილაკი
10. სიზუსტის კონტროლის ღილაკი / დასვენების რეჟიმის
ღილაკი
ON/STდა-BY (ჩართვა/მოლოდინის რეჟიმი)
პროდუქტის მოლოდინის რეჟიმში გადასაყვანად, დააჭირეთ და შეინარჩუნეთ დაჭერილ მდგომარეობაში ჩართვის/ მოლოდინის ღილაკი 3 წამის განმავლობაში. ყველა ინდიკატორი გამოირთვება, გარდა ჩართვის/მოლოდინის რეჟიმის ინდიკატორისა. მოწყობილობის ხელახლა გააქტიურებისთვის დააჭირეთ ხელახლა.
FRIDGE TEMPERATURE (მაცივრის ტემპერატურა)
მაცივრის ტემპერატურის დასარეგულირებლად დააჭირეთ მაცივრის ტემპერატურის ღილაკს. მაცივრის ტემპერატურის დარეგულირება შესაძლებელია +2°C-დან + 8°C-მდე დიაპაზონში, როგორც ნაჩვენებია მაცივრისა და საყინულის ტემპერატურის დისპლეიზე.
FREEZER TEMPERATURE (საყინულის ტემპერატურა)
საყინულის ტემპერატურის დასარეგულირებლად დააჭირეთ საყინულის °C ღილაკს. საყინულის ტემპერატურის დარეგულირება შესაძლებელია -16°C-დან -24°C-მდე დიაპაზონში, როგორც ნაჩვენებია მაციივრის ტემპერატურის ღილაკზე/სწრაფი გაგრილების ღილაკზე.
რეკომენდებული პარამეტრები:
• მაცივრის განყოფილება: +4°C ან MED (საშუალო მდებარეობის ინდიკატორული სიგნალი)
•საყინულე კამერა: -18°C ან -20°C შენიშვნა: გამოსახული პარამეტრები შეესაბამება საშუალო
ტემპერატურას მთელს მაცივარში.
FAST COOL (სწრაფი გაგრილება)
სწრაფი გაგრილების ფუნქციის გამოყენება შესაძლებელია გაგრილების შესაძლებლობის გასაზრდელად მაცივრის კამერაში. ამ ფუნქციის გამოყენება რეკომენდებულია, როდესაც მაცივრის კამერაში ათავსებთ ძალიან დიდი რაოდენობის საკვებს. სწრაფი გაგრილების ფუნქციის გასააქტიურებლად დააჭირეთ მაცივრის ტემპერატურის ღილაკს / სწრაფი გაგრილების ღილაკს. გააქტიურებისას აინთება სწრაფი გაგრილების ღილაკი. აღნიშნული ფუნქცია ავტომატურად გამოირთვება 6 საათის შემდეგ, ან შეიძლება გამოირთვას მექანიკურად მაცივრის ტემპერატურის ღილაკზე / სწრაფი გაგრილების ღილაკზე ისევ დაჭერით.
FAST FREEZE (სწრაფი გაყინვა)
ამ ფუნქციის გამოყენება რეკომენდებულია საყინულეში ძალიან დიდი ოდენობის გასაყინი პროდუქტის განთავსებისას.
ახალი პროდუქტის გაყინვამდე 24 საათით ადრე დააჭირეთ საყინულის ტემპერატურის ღილაკს / სწრაფი გაყინვის ღილაკს სწრაფი გაყინვის ფუნქციის გასააქტიურებლად. გააქტიურებისას ჩაირთვება სწრაფი გაყინვის ინდიკატორი. 24 საათის შემდეგ მოათავსეთ გასაყინი საკვები საყინულის კამერის საყინულე ზონის შუაში. აღნიშნული ფუნქცია ავტომატურად გამოირთვება 48 საათის შემდეგ ან მისი გამორთვა შესაძლებელია მექანიკურად საყინულის ტემპერატურის ღილაკზე / სწრაფი გაყინვის ღილაკზე დაჭერით.
PRECISION CONTROL FUNCTION (სიზუსტის კონტროლის ფუნქცია)
სიზუსტის კონტროლის ფუნქცია წარმოადგენს მოწინავე ტექნოლოგიას, რომელიც ამცირებს მინიმუმამდე ტემპერატურის ცვალებადობას საყინულის მთელ კამერაში მაცივრისგან სრულიად დამოუკიდებელი ინოვაციური საჰაერო სისტემის მეშვეობით. დამწვრობა გაყინვისგამ მცირდება 60%-მდე და საკვები ინარჩუნებს პირვანდელ ხარისხსა და ფერს. სიზუსტის კონტროლის ფუნქციის გასააქტიურებლად/გამოსართავად უბრალოდ დააჭირეთ სიზუსტის კონტროლის ფუნქციის ღილაკს. აღნიშნული ფუნქცია გამართულად მუშაობს განსაზღვრული ტემპერატურის რეჟიმში: -22°C-სა და - 24°C შორის. როდესაც ფუნქცია ჩართულია და საყინულის მიმდინარე ტემპერატურა დაყენებულია -22°C-ზე უფრო დაბალ ტემპერატურაზე, ტემპერატურა ავტომატურად დაყენდება
-22°C-ზე სამუშაო დიაპაზონის შესაბამისად. თუ ფუნქცია ჩართულია და მომხმარებელი შეცვლის საყინულის ტემპერატურას სამუშაო ტემპერატურის ფარგლებს გარეთ, აღნიშნული ფუნქცია ავტომატურად გამოირთვება. თუ სწრაფი გაყინვა ჩართულია, ფუნქცია “სიზუსტის კონტროლის ფუნქცია” დაიბლოკება, სანამ არ გამოირთვება სწრაფი გაყინვის ფუნქცია.
VACATION MODE (დასვენების რეჟიმი)
ეს ფუნქცია შეიძლება გააქტიურდეს მოწყობილობის ენერგომოხმარების შესამცირებლად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. დასვენების რეჟიმის გასააქტიურებლად, დააჭირეთ 3 წამის განმავლობაში სიზუსტის კონტროლის ღილაკს. როდესაც აღნიშნული ფუნქცია ჩართულია, აინთება შესაბამისი სიმბოლო და მაცივრის დისპლეი აჩვენებს - 12°C. ამ ფუნქციის გამოსართავად გაიმეორეთ იგივე პროცედურა. მაცივრის ტემპერატურის დანაყების შეცვლა ავტომატურად გამორთავს აღნიშნულ ფუნქციას. როდესაც ეს ფუნქცია ჩართულია, საყინულის კამერა მუშაობს ნორმალურად.
* ხელმისაწვდომია მხოლოდ გარკვეულ მოდელებზე
SMART DISPLAY * (ჭკვიანი დისპლეი)
ეს დამატებითი ფუნქცია შეიძლება იყოს გამოყენებული ენერგიის დასაზოგად. ჭკვიანი დისპლეის გასააქტიურებლად, დააჭირეთ ერთდროულად მაცივრის ტემპერატურის ღილაკს და საყინულის ტემპერატურის ღილაკს. გააქტიურებისას, სხვა ღილაკები და დისპლეები გამოირთვება მოხმარების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით. ამ ფუნქციის გამოსართავად გაიმეორეთ იგივე პროცედურა. გახსოვდეთ, რომ ეს ფუნქცია არ გამორთავს მოწყობილობას ელქსელიდან, მაგრამ მხოლოდ ამცირებს ენერგიის მოხმარებას გარე დისპლეის მიერ. ყოველ ჯერზე, როდესაც გსურთ გამოიყენოთ საკონტროლო პანელი და დაათვალიეროთ ყველა ფუნქცია, პანელის გასააქტიურებლად მხოლოდ უნდა შეეხოთ ნებისმიერ ღილაკს.
როგორ შევინახოთ ახალი საკვები და სასმელი
შუქდიოდის LIGHT (შუქდიოდის ნათურა)
ეს პროდუქტი შეიცავს G კლასის ენერგოეფექტურობის მქონე სინათლის წყაროს. თუ შუქდიოდის განათება არ მუშაობს, მის შესაცვლელად დაუკავშირდით მომსახურების ცენტრს.
მნიშვნელოვანია: მაცივრის კამერის განათება ირთვება, როდესაც მაცივრის კარი იღება. თუ კარს ღიად დატოვებთ 8 წუთზე მეტხანს, სინათლე ავტომატურად გამოირთვება.
აღნიშვნები
TEMPERATE ZONE (ზომიერი ზონა)
რეკომენდებული ტროპიკული ხილის, კონსერვების, სასმელების, კვერცხის, სოუსების, მწნილის, კარაქის, ჯემის შესანახად
COOL ZONE (ცივი ზონა)
რეკომენდებულია ყველის, რძის, ყოველდღიური საკვების, დელიკატესების, იოგურტის შესანახად
COOLEST AREA (ყველაზე ცივი ზონა)
რეკომენდებულია ხორცისა და თევზის შესანახად
REFRIGERATION COMPARTMENT (მაცივრის კამერა)
სამაცივრო განყოფილების გალღვობა სრულად ავტომატურია. მაცივრის უკანა კედელზე წყლის წვეთები მიანიშნებს, რომ მიმდინარეობს ავტომატური გალღვობის ფაზ ა . ნადნობი წყალი ავტომატურად მიედინება სადრენაჟო ხვრელში და გროვდება კონტეინერში, სადაც ის ორთქლდება.
Fan* (ვენტილატორი*)
ვენტილატორი კარგად ანაწილებს ტემპერატურას მაცივრის კამერაში, რაც ზრდის შესანახი პროდუქტის ხარისხიან შენახვას. ვენტილატორი ირთვება /გამოირთვება მაცივარში ტემპერატურისა და/ან ტენიანობის შესაბამისად. თუ მოწყობილობა ვენტილატორითაა, ის შესაძლებელია აღჭურვილი იყოს ანტიბაქტერიული ფილტრით. თუ მოწყობილობა ვენტილატორითაა, ის შესაძლებელია აღჭურვილი იყოს ანტიბაქტერიული ფილტრით. ფილტრის შესაძენად ეწვიეთ ვებსაიტის გვერდს ან დაუკავშირდით კლიენტთა მომსახურების სამსახურს.
FRUIT & VEGETABLE DRAWER (ხილისა და ბოსტნეულის უჯრა)
FREEZER DRAWERS (საყინულე უჯრები)
(ერთი ყუთი 1,7 მ-ზე დაბალ მოდელებში)
FREEZING ZONE DRAWER (გაყინვის ზონის უჯრები)
(მაქსიმალურად ცივი ზონა) რეკომენდებულია ნედლი/მომზადებული საკვების გასაყინად
Fresh box 0° (უჯრა ახალი პროდუქტებისთვის 0°)
Fresh Zone 0° იდეალურია ხორცისა და თევზის შესანახად. მაცივრის ტემპერატურის გაზრდით/შემცირებით, თქვენ აგრეთვე მოქმედებთ Fresh Zone 0° უჯრის ტემპერატურაზე. გაითვალისწინეთ, რომ Fresh Zone 0° უჯრა წარმოადგენს მექანიკურ ფუნქციას, რომელიც მუდმივმოქმედია, და მისი გამორთვა შეუძლებელია. თუ დეკლარაცია "მაციებელი აგრეგატისთვის/ჩილერისთვის" განთავსებული საპასპორტო ტაბლოზე, დეკლარაცია გამოიყენება მხოლოდ სტანდარტისთვის EN 62552:2013, მოქმედებს 2021 წლის 28 თებერვლამდე.
Freezer compartment (საყინულე კამერა)
No Frost საყინულეები უზრუნველყოფს ცივი ჰაერის ცირკულაციას შესანახი კონტეინერების გარშემო და თავიდან აგაცილებთ ყინულის წარმოქმნას, ამასთან სრულად აღმოფხვრის გალღვობის საჭიროებას. გაყინული პროდუქტი არ ეკვრის კედლებს, ეტიკეტები რჩება ხილვადი, ხოლო შენახვის ადგილი რჩება სუფთა და გამჭირვალე.
* ხელმისაწვდომია მხოლოდ გარკვეულ მოდელებზე
საყინულე კამერა იძლევა გაყინული საკვების შენახვასა და ახალი საკვების გაყინვის შესაძლებლობას. ახალი საკვები პროდუქტის რაოდენობა, რომელიც შეიძლება იყოს გაყინული სპეციფიური დროის განმავლობაში მითითებულია საპასპორტო ფირფიტაზე. განათავსეთ ახალი საკვები პროდუქტი მაცივრის კამერის საყინულეში, ისე, რომ დატოვოთ საკმარისი ადგილი მის ირგვლივ ჰაერის თავისუფალი ცირკულაციისთვის. თავი აარიდეთ ახალი პროდუქტის გაყინულთან შეხებას.
Loading...
+ 2 hidden pages